ჯანმრთელობისთვის საშიში 5 შეცდომა, რომელსაც სახლის დასუფთავებისას ვუშვებთ | Allnews.Ge

ჯანმრთელობისთვის საშიში 5 შეცდომა, რომელსაც სახლის დასუფთავებისას ვუშვებთ

შაბათ-კვირას ასუფთავებთ? ეცადეთ, არ დააზიანოთ საკუთარი თავი!

თქვენი ბინის დროული და რეგულარული გაწმენდა მტვრისგან, ჭუჭყისა და ალერგენებისგან ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ჯანმრთელობისთვის. თუმცა, უმეტესობა ჩვენგანი ხშირად უშვებს დიდ და პატარა შეცდომებს ამ პროცესში, რამაც საბოლოოდ შეიძლება არა მხოლოდ გავლენა მოახდინოს თავად დასუფთავების ხარისხზე, არამედ ზიანი მიაყენოს თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობასაც.

სურნელოვანი საწმენდი საშუალებების არჩევა

ექიმები გვირჩევენ, უპირატესობა მიანიჭოთ დასუფთავების საშუალებებს, არომატიზატორებისა და სურნელების გარეშე. ბევრ შემთხვევაში, ხელოვნურმა არომატებმა შეიძლება გამოიწვიოს შაკიკის, ასთმის შეტევების, სუნთქვის გაძნელების, თავბრუსხვევის და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების განვითარება.

დასუფთავების პროცესში სახლის ყველა ფანჯრის მჭიდროდ დახურვა

მაშინაც კი, თუ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საწმენდ საშუალებებს ირჩევთ, ჰაერში ორთქლის კონცენტრაცია, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის, მაინც იზრდება. გარდა ამისა, მტვერი ჰაერში ზევით ამოდის. ამის თავიდან ასაცილებლად, დასუფთავების დროს ფანჯრები ან სავენტილაციო ღიობები ღია უნდა გქონდეთ, რათა ჰაერი მუდმივად განიავდეს და გაიწმინდოს.

ასევე სასარგებლო იქნება ოთახში მზის სხივების შეუფერხებელი შეღწევის უზრუნველყოფა, რადგან ულტრაიისფერ სინათლეს დეზინფექციის ეფექტი აქვს.

მტვრის არასწორი წმენდა

საყოფაცხოვრებო მტვერი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიის და ასთმის განვითარებასაც კი. უფრო მეტიც, საყოფაცხოვრებო მტვრის ნაწილაკები შეიძლება მართლაც ტოქსიკური იყოს: ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის (აშშ) სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევების მეტაანალიზმა დაადასტურა, რომ სახლის ჩვეულებრივი მტვერი შეიძლება შეიცავდეს ქიმიკატების ნაწილაკებს, რომლებსაც შეუძლიათ კიბოს განვითარების პროვოცირება. იხილეთ სრულად