რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში, როცა ძალიან ცხელა და რატომ არის კარგი ამ დროს ცხელი ჩაი - ენდოკრინოლოგის რჩევები ზაფხულისთვის | Allnews.Ge

რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში, როცა ძალიან ცხელა და რატომ არის კარგი ამ დროს ცხელი ჩაი - ენდოკრინოლოგის რჩევები ზაფხულისთვის

ზა­ფხუ­ლი პიკ­შია და გა­უ­საძ­ლი­სი სი­ცხეც საგ­რძნობ­ლად გვა­წუ­ხებს. ასეთ დროს რო­გორ უნდა და­ვა­ბა­ლან­სოთ ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში სი­თხე; რა რა­ო­დე­ნო­ბით უნდა მი­ვი­ღოთ წყა­ლი, და­საშ­ვე­ბია თუ არა გა­უ­საძ­ლის სი­ცხე­ში მა­ცი­ვარ­ში გა­ცი­ვე­ბუ­ლი წყლის და­ლე­ვა ან რა­ტომ უნდა მი­ვი­ღოთ ცხე­ლი ჩაი, მა­შინ, რო­დე­საც გა­რეთ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაა.

ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა.

- წყა­ლი რომ ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი რომ და­ახ­ლო­ე­ბით 60-70% წყლის­გან შედ­გე­ბა, ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვას არ და­ვი­წყებ, რად­გან მკი­თხველ­მა ამის შე­სა­ხებ კარ­გად იცის... წყლის მი­ღე­ბა სე­ზო­ნე­ბის მი­ხედ­ვით გან­სხვავ­დე­ბა. ტემ­პე­რა­ტუ­რულ სხვა­ო­ბას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

წყლის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ზა­ფხუ­ლის პე­რი­ო­დი სხვა სე­ზო­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რია. რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ზა­ფხულ­ში მეტი წყა­ლი უნდა მი­ვი­ღოთ იმი­სათ­ვის, რომ ორ­გა­ნიზ­მში დე­ჰიდ­რა­და­ცია (გა­უ­წყლო­ე­ბა) არ მოხ­დეს.

- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი ჭიქა წყა­ლია და­საშ­ვე­ბი?

- ბევ­რმა კარ­გად იცის მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ფორ­მუ­ლა - ჩვე­ნი კი­ლოგ­რა­მე­ბი უნდა გა­ვამ­რავ­ლოთ 0,033-ზე, ანუ 0 მთელ 33 მე­ა­თასედ­ზე. მი­ღე­ბუ­ლი ციფ­რი ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი დღი­უ­რი ნორ­მაა, რაც უნდა მი­ვი­ღოთ. თუმ­ცა ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე ეს ციფ­რი ცვა­ლე­ბა­დია და ამას და­ახ­ლო­ე­ბით 500 მი­ლი­ლიტ­რი იმის გამო უნდა და­ვუ­მა­ტოთ, რომ ორ­გა­ნიზ­მში მე­ტა­ბო­ლიზ­მი ადეკ­ვა­ტუ­რად წა­რი­მარ­თოს და წყლის დე­ფი­ცი­ტი არ გან­ვი­თარ­დეს. წყლის დე­ფი­ცი­ტი ორ­გა­ნიზ­მში ბევრ ჩი­ვილს იწ­ვევს - თა­ვის ტკი­ვილს, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბას, სი­სუს­ტეს, უღო­ნო­ბას, თმი­სა და კა­ნის სტრუქ­ტუ­რის ცვლი­ლე­ბას, მით უმე­ტეს, თუ რუჯ­საც ვე­ტა­ნე­ბით. ასე რომ, წყლის მი­ღე­ბას ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

- შე­საძ­ლოა ვი­ღა­ცამ თქვას, სად გა­მოვ­თვა­ლო ეს ფორ­მუ­ლა და იქ­ნებ ზუს­ტად მი­თხრათ, რამ­დე­ნია ეს დღის ნორ­მა?

- ეს არის და­ახ­ლო­ე­ბით 2-დან 2 ნა­ხე­ვარ ლიტ­რამ­დე, რაც 10-12 ჭი­ქას უდ­რის. როცა ასე­თი მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაა, ამ რა­ო­დე­ნო­ბის წყლის მი­ღე­ბა არც უნდა გა­ჭირ­დეს.

- ზამ­თარ­ში რა რა­ო­დე­ნო­ბაა მი­სა­ღე­ბი?

- ზამ­თარ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2 ლიტ­რი, ან თუ ფორ­მუ­ლით გა­მოვ­თვლით, მა­შინ ის რა­ო­დე­ნო­ბა, რა­საც გა­მოთ­ვლი­სას მი­ვი­ღებთ. ზამ­თარ­ში რად­გან სი­ცი­ვეა, ოფ­ლის გა­მო­ყო­ფა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით არ ხდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ორ­გა­ნიზმს არც წყლის რა­ო­დე­ნო­ბის იმ დღი­უ­რი ნორ­მის გზარ­და ესა­ჭი­რო­ე­ბა, რაც მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ე­რაა მო­წო­დე­ბუ­ლი.

თუ ამ ორ სე­ზონს შო­რის მი­სა­ღე­ბი წყლის რა­ო­დე­ნო­ბა გან­სხვავ­დე­ბა, არ გან­სხვავ­დე­ბა მათი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბა. რო­გორც ზამ­თარ­ში, ასე­ვე ზა­ფხულ­ში წყა­ლი, რო­მელ­საც მი­ვი­ღებთ, ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის უნდა იყოს. ისე­ვე რო­გორც და­საშ­ვე­ბია ზამ­თარ­ში, ასე­ვეა ზა­ფხულ­ში იმი­სათ­ვის, რომ წყა­ლი ორ­გა­ნიზ­მის ტემ­პე­რა­ტუ­რას გა­უ­თა­ნაბრდეს.

სა­სურ­ვე­ლია ცხე­ლი წყლის ჩაის სა­ხით მი­ღე­ბა. ამით ზამ­თა­რი და ზა­ფხუ­ლი ერ­თმა­ნე­თის­გან არ გან­სხვავ­დე­ბა. თუ მა­გა­ლი­თად, ორ­გა­ნიზმს ზამ­თარ­ში ცხე­ლი ჩაით იმის­თვის ვეხ­მა­რე­ბით, რომ დიდი ენერ­გია არ და­ხარ­ჯოს სი­ცი­ვეს­თან გამ­კლა­ვე­ბი­სას, ზა­ფხულ­ში ცხე­ლი ჩაით გარე და შიდა ტემ­პე­რა­ტუ­რას ვა­თა­ნაბ­რებთ. ორ­გა­ნიზ­მმა სი­ცხეს­თან ბრძო­ლა­ში დიდი ენერ­გია რომ არ და­ხარ­ჯოს და ის ჩი­ვი­ლე­ბი არ გა­მო­იწ­ვი­ოს, რაც წყლის დე­ფი­ციტ­თან მი­მარ­თე­ბა­ში უკვე ჩა­მოვ­თა­ლეთ - უე­ნერ­გი­ო­ბა, დაღ­ლი­ლო­ბა, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის ცვლი­ლე­ბა. ეს იმი­ტომ, რომ ორ­გა­ნიზ­მი სი­ცხეს­თან ბრძო­ლა­ში ზედ­მეტ ენერ­გი­ას ხარ­ჯავს და ამის გამო ჩვე­ნი შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 20-30%-ით მცირ­დე­ბა.

- იმ დღეს ქალ­ბა­ტო­ნე­ბის სა­უ­ბარს ყური მოვ­კა­რი - თურ­მე ზა­ფხულ­ში წყა­ლი არ უნდა მი­ვი­ღო­თო... რო­გორც ჩანს, მათ რა­ღაც ჰქონ­დათ მოს­მე­ნი­ლი, ოღონდ, ვფიქ­რობ, არას­წო­რად გა­გე­ბუ­ლი...

- წყა­ლი ცხა­დია, უნდა მი­ვი­ღოთ, მაგ­რამ არა მა­ცი­ვარ­ში გა­ცი­ე­ბუ­ლი. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ამით ორ­გა­ნიზმს ვაგ­რი­ლებთ და ორ­გა­ნიზმს იმ მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას­თან, რაც გა­რე­თაა, გამ­კლა­ვე­ბა არ უჭირს. იხილეთ სრულად