„თბილისში ლიფტების 90 პროცენტით სარგებლობა არ შეიძლება, სჯობს ამას მიხედონ“ - არქიტექტორი
14 ივლისს, საღამოს, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი ქალბატონი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ დიდია საფრთხე და მოუწოდებს ადამიანებს, რომ სწორად შეაფასონ ვითარება.
- თქვენ ამბობთ, რომ მერია არ არის პასუხისმგებელი ამ დანგრეულ და ამორტიზებულ შენობებზე?
- ამ შემთხვევაში მერიას პასუხისმგებლობა არის ის, რომ მან უნდა შემოღობოს ავარიული შენობები და თქვას, ამ შენობაში ცხოვრება არ შეიძლება. მერია პასუხისმგებელია იმაზე, რომ თბილისში, ვთქვათ, პირობითად 1500 ლიფტიდან 1200 ლიფტი დღესვე დასალუქია. უნდა მივიდეს იქ და დალუქოს, რადგან არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რაც საჭიროა. ლიფტი გაფუჭებულია, საშიშია, უნდა აიჭედოს და აიკრძალოს იქ შესვლა. მაგრამ ეს რომ თქვას და გააკეთოს, მერე მოსახლეობა დაიწყებს - აბა, რა ვქნათ, მოხუცია სახლში, ფეხით ვერ ივლის და ა.შ. მე უნდა გავუკეთო ეს ლიფტი? მე ვალდებული ვარ, როცა ვმუშაობ, გადავიხადო ბიუჯეტში თანხები, მაგრამ მე რომ ბიუჯეტში ფულს ვიხდი - ჩემი, ირაკლი როსტომაშვილის პოზიციაა - ჩემი ფული მოხმარდეს მაგალითად, ცენტრალური ავტომაგისტრალის მშენებლობას, ახალი აეროპორტის მშენებლობას, ქართული ჯარის გაძლიერებას და ასე შემდეგ და არა თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე კორპუსის რემონტს. ამოვიღოთ ეს კომუნისტური იდეოლოგია თავიდან.
მერიას მივმართეთ, მერია არ გვიკეთებსო, ეს არ არის სწორი - მერიამ უნდა გითხრათ, ეს სახლი ავარიულია და უნდა გახვიდეთ, თუ საშუალება არა გაქვთ, დროებით თავშესაფარს მოგცემთ. შემდეგ უკვე თქვენ იზრუნეთ ამ ბინის შეკეთებაზე ან გაყიდეთ, ან ნახეთ ინვესტორი ან რაღაც სხვა ქენით. აი, ეს არის მერიის ვალდებულება, მაგრამ ჩვენი ამჟამინდელი მერია და ყველა მერია ამას აკეთებს პოპულისტური მიზნებით, რომ... განაგრძეთ კითხვა: