რამდენი გამოიმუშავა კვარაცხელიას გუნდმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გასვლით?
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, ინგლისურ „ჩელსისთან“ დამარცხდა.
საინტერესოა, რა თანხა გამოიმუშავა კვარაცხელიას გუნდმა ფინალში გასვლითა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის სტატუსის მოპოვებით.
ბრიტანული Sky Sports-ის ინფორმაციით, პარიზელებმა ფიფა-სგან 78.4 მლნ ფუნტი მიიღეს, ეს კი, ამჟამინდელი მონაცემებით, 90 მლნ ევროზე ოდნავ მეტი გამოდის.
შედარებისთვის, პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის 155 მლნ ევრო მიიღეს.