მობილიზებულია პოლიცია, გრძელდება სამუშაოები - რა ხდება სადგურის მოედანზე ახლა, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა? | Allnews.Ge

მობილიზებულია პოლიცია, გრძელდება სამუშაოები - რა ხდება სადგურის მოედანზე ახლა, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა?

სად­გუ­რის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რედ ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ნა­წი­ლის ნგრე­ვის ად­გილ­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა.

ად­გილ­ზე კვლავ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მათ კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია შე­მო­ღო­ბი­ლი აქვთ და მო­ქა­ლა­ქე­ებს ავა­რი­ულ კორ­პუს­თან მი­ახ­ლო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ.

ასე­ვე გრძელ­დე­ბა კორ­პუ­სის მო­ბი­ნად­რე­თა გა­სახ­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბიც.

ცნო­ბის­თვის, 14 ივ­ლისს, სა­ღა­მოს სად­გუ­რის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სა­ხუ­რა­ვის ნა­წი­ლი ჩა­მო­ინ­გრა, შემ­თხვე­ვას 2 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, ხოლო ერთი პირი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ასე­ვე, მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მცხოვ­რებ­თა გა­სახ­ლე­ბაც და­ი­წყო, რომ­ლე­ბიც ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სა­ცხოვ­რებ­ლებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.