“ვინ არის ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე?" - რას წერს უცხოური გამოცემა ნიცა თავაძეზე | Allnews.Ge

“ვინ არის ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე?" - რას წერს უცხოური გამოცემა ნიცა თავაძეზე

ფეხ­ბურ­თის სამ­ყა­რო ბოლო დროს ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა. წარ­სულ­ში ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ და ლი­ო­ნელ მესი იყ­ვნენ თა­ვი­ან­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით. დღე­ვან­დე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი მსგავ­სი დო­ნის ყუ­რა­დღე­ბას აღარ იმ­სა­ხუ­რე­ბენ, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ მათი უნა­რე­ბი ნაკ­ლე­ბად შთამ­ბეჭ­და­ვია. პი­რი­ქით, ისი­ნი შე­საძ­ლოა უფრო დახ­ვე­წი­ლე­ბიც კი იყ­ვნენ დრიბ­ლინ­გში, სის­წრა­ფე­სა და ბურ­თის კონ­ტროლ­ში, რის მა­გა­ლი­თიც ამ საკ­ლუ­ბო მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ვი­ხი­ლეთ. ამ ტურ­ნი­რის და ზო­გა­დად, ფეხ­ბურ­თის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­თა­მა­შე ამ­ჟა­მად ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­აა.

ვინ არის ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო მარ­ცხე­ნა გა­რე­მარ­ბად მიჩ­ნე­ვა?კვა­რა­ცხე­ლია პსჟ-ში ოთხ წე­ლი­წად­ნა­ხევ­რი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტით, €65 მი­ლი­ო­ნად გა­და­ვი­და. ლუის ენ­რი­კეს გუნდში ის "ნა­პო­ლი­დან“ ჩა­ი­რი­ცხა, სა­დაც 191 თა­მაშ­ში 46 გოლი გა­ი­ტა­ნა და 48 სა­გო­ლე გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა. მა­ნამ­დე ის ქარ­თულ გუნდ "დი­ნა­მო ბა­თუმ­ში“ თა­მა­შობ­და, სა­ი­და­ნაც ნე­ა­პო­ლე­ლებ­მა €13.3 მი­ლი­ო­ნად შე­ი­ძი­ნეს, მან კი "ნა­პო­ლის" წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ნატ­რი "სკუ­დე­ტო" მო­უ­ტა­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბა­შიც კვა­რა­ცხე­ლი­ამ დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა, 2024 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე ქვე­ყა­ნა პირ­ვე­ლად გა­ვი­და, სა­დაც ყვე­ლა­ზე და­ბალ­რე­ი­ტინ­გულ­მა გუნ­დმა მო­ა­ხერ­ხა და ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით გა­და­ლა­ხა...

მაგ­რამ კი­დევ რა ვი­ცით მის შე­სა­ხებ? ვინ დგას მის უკან? ვინ არის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მე­უღ­ლე ნიცა თა­ვა­ძე?ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია 2023 წელს და­ქორ­წინ­და იმ­ჟა­მინ­დელ შეყ­ვა­რე­ბულ ნიცა თა­ვა­ძე­ზე, რო­მელ­საც ორი წელი ხვდე­ბო­და. ნიცა საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ცხოვ­რობს - აქვს სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ან­გა­რი­შე­ბი, სა­დაც იშ­ვი­ა­თად აქ­ტი­უ­რობს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძი­რი­თა­დად მხო­ლოდ მატ­ჩებ­ზე ხე­დავს, რო­დე­საც ქმარს გულ­შე­მატ­კივ­რობს.

ერთხელ ხვი­ჩას ნი­ცას მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ ჰკი­თხეს, რა­ზეც უპა­სუ­ხა, რომ ნიცა ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია და შე­საძ­ლოა ცრემ­ლე­ბიც კი წა­მო­უ­ვი­დეს, რო­დე­საც ის გოლს იტანს. ნი­ცას ნახ­ვა მარ­თლაც რთუ­ლია, ის რამ­დე­ნი­მე­ჯერ გა­მოჩ­ნდა თა­მა­შებ­ზე და მო­ე­დან­ზეც ჩა­ვი­და, რო­დე­საც კვა­რა­ცხე­ლი­ამ "ნა­პო­ლის“ 33 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად მო­ა­გე­ბი­ნა სე­რია A-ს ტი­ტუ­ლი. კვა­რა­ცხე­ლი­ას ცოლი თა­სის მო­პო­ვე­ბით გა­მოწ­ვე­ულ სა­ერ­თო გა­მარ­ჯვე­ბას შე­უ­ერ­თდა.

რა გა­ნათ­ლე­ბა აქვს ნიცა თა­ვა­ძეს?მაშ, ვინ არის ნიცა თა­ვა­ძე? - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფეხ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვის­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია მო­დელ­ზე ან კი­ნო­ვარ­სკვლავ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა, იშ­ვი­ა­თია ისე­თი მე­უღ­ლის ყოლა, რო­მე­ლიც ექი­მია. სწო­რედ ასე­თია ნიცა თა­ვა­ძე, ხვი­ჩას მე­უღ­ლე. ის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბას იღებ­და, მა­შინ რო­დე­საც კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან მისი რო­მა­ნი ვი­თარ­დე­ბო­და.

რად­გან ნიცა თბი­ლის­ში სწავ­ლობ­და, კვა­რა­ცხე­ლი­ას "ნა­პო­ლი­ში“ გა­დას­ვლის შემ­დეგ, გო­გო­ნა დიდ­ხანს ვერ გა­და­ვი­და ნე­ა­პოლ­ში. ამ პე­რი­ოდ­ში წყვი­ლი დის­ტან­ცი­უ­რად ურ­თი­ერ­თობ­და.

კვა­რა­ცხე­ლი­ამ თა­ვის სა­ცო­ლე­ზე თქვა:

"ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ცო­ლებ­მა და შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა იცი­ან, რომ მათ არ შე­უძ­ლი­ათ ყო­ველ­დღე დაგ­ვირ­ე­კონ ან მოგ­ვწე­რონ ჩვე­ნი გა­დატ­ვირ­თუ­ლი გან­რი­გის, ვარ­ჯი­შე­ბი­სა და თა­მა­შე­ბის გამო. მას ეს სრუ­ლად ეს­მის".

თუმ­ცა, კვა­რა­ცხე­ლი­ამ იმ­ჟა­მინ­დე­ლი დის­ტან­ცია მო­ე­დან­ზე რო­მან­ტი­კუ­ლი ჟეს­ტე­ბით "გა­და­ფა­რა", მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც "ნა­პო­ლი­სა“ და "მო­ნა­კოს“ მატ­ჩის დროს, სპე­ცი­ა­ლუ­რად ნი­ცას­თვის ქარ­თუ­ლი ასო "ნ“ ჟეს­ტე­ბით გა­მო­სა­ხა.

რას საქ­მი­ა­ნობს ნიცა თა­ვა­ძე?ვი­ცით, რომ ნიცა თა­ვა­ძე მო­მა­ვა­ლი ექი­მია, თუმ­ცა ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი მისი სპე­ცი­ა­ლო­ბის ან პრაქ­ტი­კის ად­გი­ლის შე­სა­ხებ. ასე­ვე ვი­ცით, რომ თა­ვა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში სწავ­ლობ­და და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა ძა­ლი­ან ახ­ლოს არის მას­თან, რაც წყვი­ლის ქორ­წილ­შიც გა­მო­იკ­ვე­თა - ჯვრის­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი წე­სით, სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში, მცხე­თა­ში შედ­გა. იხილეთ სრულად