33 წლის 3 შვილის დედა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - "შვილებიც მყავს, სამსახურიც მაქვს, მაგრამ მაინც ვაბარებ... 10 წლის წინაც ჩავაბარე და ახლა ისევ მომინდა"
"33 წლის ასაკში მომინდა, დავრეგისტრირდი, გავედი, დავწერე ეს დალოცვილი მე-4 ვარიანტი, გამოვედი და მთელი შეძახილებითა და გამხნევების ზარ-ზეიმით დამხვდა სკოლის ეზოში მდგომი, სრულიად უცხო საზოგადოება. ამ საზოგადოებათაგან გამოირჩეოდა 3 ახალგაზრდა, ერთად იდგნენ და ბჭობდნენ… აქედან ერთ-ერთი ეუბნება დანარჩენ 2 მეგობარს (ჩემზე) : ამან 10 წლის წინ ვერ ჩააბარაო (ირონიული სიცილიც მომიკაპიწა) და ამ დროს თვალი თვალში გავუყარე, ზუსტად მის წინ აღმოვჩნდი… შვილო, 10 წლის წინაც ჩავაბარე და ახლა ისევ მომინდა და კიდევაც ჩავაბარებ თქო…
თქვენ უნდა გენახათ, იმ ხალხის ბრბოში ვერც დაიმალა, ვერც გაქრა, არც მიწა გაუსკდა ფეხქვეშ, მაგრამ ადგილზე ისე “გაიყინა", ვიფიქრე ახლა ძირს დავარდება ნაფშვენებად მეთქი. აშკარად ჩემზე თქვა და მერე პასუხი ვეღარ გამცა.
პ.ს. ჰო, 33 წლის ვარ, 3 შვილის დედა, მაქვს სამსახური და თუ ამოიცანი საკუთარი თავი, შვილო, დიახ, ისევ ვაბარებ , დეიდა გენაცვალოს. ოღონდ, არ
დაგავიწყდეს, 10 წელზე მეტი გავიდა, როცა ვაბარებდი და მაშინაც შევძელი, სტუდენტი ვყოფილიყავი.
პატივისცემით, 33 წლის დეიდა თამრო." - დაწერა აბიტურიენტების ჯგუფში თამრიკო კახიძემ. მის პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და თამრიკოს სხვა არაერთმა დედამ საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა.
33 წლის თამრიკო კახიძე ფსიქოლოგიის მიმართულებით აბარებს. 3 შვილის დედაა, 13 წელია, მანიკიურის სპეციალისტია და საკუთარი სალონიც აქვს. ის მოტივაციის, სამომავლო გეგმებისა და საკუთარი არჩევანის შესახებ ვრცლად გვესაუბრება:
- წლების წინ, როდესაც სკოლა დავამთავრე და უნივერსიტეტში ჩავაბარე, ფსიქოლოგიის მიმართულება ავირჩიე. თუმცა, ცხოვრებისეული მიზეზებიდან გამომდინარე, აკადემიური ავიღე და მაშინ უნივერსიტეტის დასრულება ვერ მოვახერხე. შვილები გავაჩინე, სხვადასხვა საქმით დავკავდი. მას შემდეგ, იმდენი წელი გავიდა, გაგრძელებაც ვეღარ მოვახერხე. ამიტომ, გადავწყვიტე, ახლა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კვლავ გავიდე და უნივერსიტეტში, ისევ ფსიქოლოგიის მიმართულებით ვისწავლო. ახლა ჩემი შვილები წამოიზარდნენ და მინდა, ისევ ვცადო. იხილეთ სრულად