"დანით დასერეს, დააჩოქეს, გააშიშვლეს მთლიანად... იხტუნავეს მის თავზე და იარაღით აშინებდნენ" - 15 წლის ბიჭის მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის დეტალები | Allnews.Ge

"დანით დასერეს, დააჩოქეს, გააშიშვლეს მთლიანად... იხტუნავეს მის თავზე და იარაღით აშინებდნენ" - 15 წლის ბიჭის მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის დეტალები

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი გუ­შინ. გა­ირ­კვა, რომ 9 პირ­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი მო­ტყუ­ე­ბით წა­იყ­ვა­ნეს მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში და მას­ზე ყვე­ლა მე­თო­დით იძა­ლა­დეს. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ე.წ. "ფა­შის­ტუ­რი" იდე­ო­ლო­გი­ის ჯგუ­ფის წევ­რე­ბი არი­ან.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. "ფა­შის­ტუ­რი" იდე­ო­ლო­გი­ის ჯგუ­ფის წევ­რებ­მა, წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, არას­რულ­წლო­ვა­ნი წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, მო­ტყუ­ე­ბით მი­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში არ­სე­ბულ ერთ-ერთ მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში."ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის, და­ნე­ბი­სა და პის­ტო­ლე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით აი­ძუ­ლეს დამ­დგა­რი­ყო მუხ­ლებ­ზე და და­ჩო­ქილს ცივი ია­რა­ღით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში მი­ა­ყე­ნეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა.

ასე­ვე, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი აი­ძუ­ლეს პის­ტო­ლე­ტე­ბი­სა და და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი ქმე­დე­ბე­ბით, და­ჩო­ქილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფს, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ვი­დე­ო­ზა­რით ბო­დი­ში მო­ე­ხა­და დაჯ­გუ­ფე­ბის ე.წ. ლი­დე­რი­სათ­ვის. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი ქმე­დე­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ი­ღეს და ატ­ვირ­თეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით და­ზა­რა­ლე­ბულ­მა გა­ნი­ცა­და რო­გორც ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი ტკი­ვი­ლი, ასე­ვე მო­რა­ლუ­რი ტან­ჯვა" - ნათ­ქვა­მია ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ა.ხ. 15 წლის არის. მის ვი­ნა­ო­ბას და ფო­ტო­სუ­რათს ჩვენ შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ჯა­რო­ებთ. ცნო­ბი­ლი ხდე­ბა და­ნა­შა­უ­ლის უმ­ძი­მე­სი დე­ტა­ლე­ბი. სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში (კად­რებს შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ჯა­რო­ებთ) ჩანს, რომ მო­ზარდს წა­მე­ბის კვა­ლი ნათ­ლად ეტყო­ბა. "და­ნით და­სე­რეს, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ა­ჩო­ქეს, გა­ა­შიშ­ვლეს მთლი­ა­ნად, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ სთხოვ­და არ გა­ე­შიშ­ვლე­ბი­ნათ. ამ დროს 15 წლის ბავ­შვს ყელ­ზე დანა ჰქონ­და მიბ­ჯე­ნი­ლი და სხვა გზა არ ჰქონ­და. იხ­ტუ­ნა­ვეს მის თავ­ზე და ია­რა­ღით აში­ნებ­დნენ. თი­თებ­ზე ჩა­მო­აც­ვეს პ*ეზერ­ვა­ტი­ვი და გა­და­უ­ღეს ვი­დეო, პო­ლი­ცი­ას თუ მი­მარ­თავ­და გა­უვრცე­ლებ­დნენ" - წერს ბი­ჭის ახ­ლო­ბე­ლი.

სას­ტი­კად ნა­ცე­მი ბი­ჭის ად­ვო­კა­ტი რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას უყ­ვე­ბა, რომ ბავ­შვთან და­ლა­პა­რა­კე­ბა, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღის გას­ვლის შემ­დეგ შეძ­ლო. იხილეთ სრულად