"ისრაელი მზად არის, მიიღოს 100 000 ადამიანი სამუშაოდ... ასევე შესაძლებელია, ქართველმა ტურისტმა ისრაელის აეროპორტში მხოლოდ 3 წუთი მოიცადოს" - იციკ მოშე | Allnews.Ge

"ისრაელი მზად არის, მიიღოს 100 000 ადამიანი სამუშაოდ... ასევე შესაძლებელია, ქართველმა ტურისტმა ისრაელის აეროპორტში მხოლოდ 3 წუთი მოიცადოს" - იციკ მოშე

"ის­რა­ე­ლი მზად არის, მი­ი­ღოს 100 000 ადა­მი­ა­ნი სა­მუ­შა­ოდ. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, ქარ­თველ­მა ტუ­რის­ტმა ის­რა­ე­ლის აე­რო­პორ­ტში მხო­ლოდ 3 წუთი მო­ი­ცა­დოს, თუ ასე არ ხდე­ბა - ეს არის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მა, რომ­ლე­ბიც ფულს იღე­ბენ იმის­თვის, რომ ის­რა­ე­ლი გა­ლან­ძღონ", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო - ის­რა­ე­ლის ბიზ­ნეს პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტმა და „ის­რა­ე­ლის სახ­ლის" და­მა­არ­სე­ბელ­მა იციკ მო­შემ, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში " სან­დრო ვე­ფხვა­ძე შე­ნო­ბით ბიზ­ნეს­თან" გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო ბო­ლომ­დე არ იყე­ნებს იმ პო­ტენ­ცი­ალს, რისი მი­ღე­ბაც ის­რა­ე­ლის­გან სხვა­დას­ხვა სექ­ტორ­ში შე­უძ­ლია.

სა­ქარ­თვე­ლო- ის­რა­ე­ლის ბიზ­ნეს პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტმა ხაზი გა­უს­ვა ის­რა­ე­ლის კე­თილ­გან­წყო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ და აღ­ნიშ­ნა, რომ ინ­ვეს­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, არ ეში­ნი­ათ არც კრი­ზი­სის და არც რუს­თა­ველ­ზე მი­ტინ­გე­ბის.

იციკ მო­შემ ის­რა­ე­ლი-ირა­ნის ომ­ზეც ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ შე­საძ­ლოა, რე­გი­ონ­ში "ოქ­როს ხანა" და­ი­წყოს, თუმ­ცა ამის­თვის ის­რა­ელს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. "შე­უძ­ლე­ბე­ლია 80% გა­ა­კე­თოს ის­რა­ელ­მა და მსოფ­ლი­ომ მხო­ლოდ უყუ­როს",- გა­ნა­ცხა­და მო­შემ. "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს მცი­რე შე­მოკ­ლე­ბით:

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მინ­და სა­უ­ბა­რი და­ვი­წყოთ იმ სი­ტუ­ა­ცი­ით, რაც რე­გი­ონ­ში არის შექ­მნი­ლი. დღეს ის­რა­ე­ლი არის ჩვე­ნი ერთ-ერთი სა­ვაჭ­რო და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი. ის რაც ხდე­ბა ის­რა­ელ­ში, რა თქმა უნდა, გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს სა­ქარ­თვე­ლო­ზე და მთელს რე­გი­ონ­ზე...

ყვე­ლა ომი მოქ­მე­დებს, რა თქმა უნდა, ტუ­რიზ­მზე, ეკო­ნო­მი­კა­ზე. ეს არ და­წყე­ბუ­ლა ერთი და ორი წლის წინ. 1979 წელს, რო­დე­საც ირან­ში მთავ­რო­ბა შე­იც­ვა­ლა, იმ დღი­დან არის გა­ნა­ცხა­დი, რომ უნდა გა­ა­ნად­გუ­რონ ის­რა­ე­ლი. ირანს არ აქვს არა­ვი­თა­რი დავა, მათ შო­რის, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. გა­ნა­ცხა­დი აქვს, რომ ის­რა­ე­ლი უნდა გა­ნად­გურ­დეს. ცდი­ლობს, რომ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი გა­ნა­ვი­თა­როს. ირა­ნი არც პა­ლეს­ტი­ნე­ლებ­ზე არ ზრუ­ნავს. თუ ის­რა­ე­ლის მი­სა­მარ­თით ის­ვრის ბირ­თვულ რა­კე­ტას, არა მხო­ლოდ ის­რა­ე­ლი, პა­ლეს­ტი­ნაც მო­ის­პო­ბა.

ის­რა­ე­ლის გა­მარ­ჯვე­ბას შე­უძ­ლია შექ­მნას ახა­ლი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი. ეს არის უდი­დე­სი რამ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის­თვის. შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს "ოქ­როს ხანა" რე­გი­ონ­ში, მაგ­რამ ის­რა­ელს სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. შე­უძ­ლე­ბე­ლია 80% გა­ა­კე­თოს ის­რა­ელ­მა და მსოფ­ლი­ომ მხო­ლოდ უყუ­როს.

რაში ხე­დავ „ოქ­როს ხა­ნას“ რე­გი­ო­ნის­თვის და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­კონ­ვერ­ტირ­დეს ეკო­ნო­მი­კა­ში, გე­ო­პო­ლი­ტი­კა­ში და ა.შ.?

ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მო­დის რე­გი­ონ­ში და უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ინ­ვეს­ტი­ცია, ის საფრ­თხე, რო­მე­ლიც არის რე­გი­ონ­ში, რა თქმა უნდა, აში­ნებს. არ ვიცი ირა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა შეც­ვლის თუ არა მთავ­რო­ბას, ალ­ბათ, მო­უნ­დე­ბათ თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხოვ­რე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ მშვი­დო­ბი­ა­ნი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ირა­ნი, სა­დაც ის­ტო­რი­უ­ლად ღირ­სე­უ­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ რე­გი­ონ­ში ასე­თი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა, რო­გორ იმოქ­მე­დებს მთელ რე­გი­ონ­ზე. ორი წლის წინ მე ვთქვი, რომ ეს არის და­სავ­ლე­თის ომი ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­დე­საც ის­რა­ე­ლი არის წინა ხაზ­ზე. მშვი­დო­ბი­ა­ნი ირა­ნის შემ­დეგ, ჩვენ მი­ვი­ღებთ სხვა სამ­ყა­როს...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა