იცით, რა საშიშროების შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს კარტოფილის გადაჭარბებული მოხმარება?
კარტოფილის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება ნაადრევი დაბერება გამოიწვიოს.
კარტოფილს აქვს ორგანიზმისთვის სასარგებლო თვისებები, მაგრამ ჭარბი მოხმარების შემთხვევაში შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს.
ის შეიცავს ნახშირწყლებს, ძირითადად სახამებლის სახით, ასევე მცირე რაოდენობით ცილებს, ვიტამინებსა და მინერალებს. თუმცა, მიუხედავად მისი კვებითი თვისებებისა, კარტოფილის ხშირმა მოხმარებამ (კვირაში ორ-სამჯერ და უფრო ხშირად და 200 გ-ზე მეტი ერთჯერადი მიღებისას) შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები და ნაადრევი დაბერება.
კარტოფილს, განსაკუთრებით შემწვარი სახით, აქვს მაღალი გლიკემიური ინდექსი. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მკვეთრი მატება, ინსულინისადმი რეზისტენტობის განვითარება და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბება. შემწვარი კარტოფილის დიდი რაოდნეობით და ხშირმა მიღებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და გამოიწვიოს ჭარბი წონა.
სავსებით მისაღებია გამომცხვარი ან მოხარშული კარტოფილის ზომიერი მოხმარება.
მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რომელ ადამიანებს უვითარდებათ კარიესი კარტოფილისა და პურისგანMicroorganisms: AMY1 გენი გავლენას ახდენს კარიესის განვითარების რისკზე სახამებლის მოხმარებისას. იხილეთ სრულად