"ჩემს ორ ბიძას რძლად ვუნდოდი... ბავშვი ვიყავი, როცა ბიცოლა ამბობდა, შენ ჩემი ბიჭის ცოლი იქნებიო" - სამირა ბაირამოვას რთული გზა და ბრძოლა საკუთარი და სხვისი უფლებების დასაცავად | Allnews.Ge

"ჩემს ორ ბიძას რძლად ვუნდოდი... ბავშვი ვიყავი, როცა ბიცოლა ამბობდა, შენ ჩემი ბიჭის ცოლი იქნებიო" - სამირა ბაირამოვას რთული გზა და ბრძოლა საკუთარი და სხვისი უფლებების დასაცავად

ბავ­შვო­ბი­დან სტრე­სი­სა და ში­შის ქვეშ უწევ­და ცხოვ­რე­ბა. მეშ­ვი­დე კლას­ში იყო, მისი სახ­ლი­დან გა­ტა­ცე­ბაც რომ სცა­დეს. მო­ტა­ცე­ბის, მუ­ქა­რის, ბუ­ლინ­გის ფაქ­ტი მის ცხოვ­რე­ბა­ში არა­ერ­თი ყო­ფი­ლა. ამ­ბობს, რომ ამა­ში ცხოვ­რობ­და და ბევ­რჯერ გა­დარ­ჩა.

რთულ­მა ცხოვ­რე­ბამ მისი მტკი­ცე ხა­სი­ა­თი კი­დევ უფრო გა­ამ­ტკი­ცა და სა­ბო­ლო­ოდ ძლი­ე­რი ქა­ლად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა.

"არა­ერ­თხელ ვცა­დე სუ­ი­ცი­დი, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბის და მო­მავ­ლის იმე­დი მა­ინც მქონ­და, რომ გა­დავ­რჩე­ბო­დი. ყვე­ლა­ფერ­ში ბრძო­ლამ მო­მი­წია,“ - ამ­ბობს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი, სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა, რო­მე­ლიც ახლა სხვე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას ცდი­ლობს.

სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა AMBEBI.GE-ს ჩვე­ნი თხოვ­ნით სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის მძი­მე ეპი­ზო­დებს უყ­ვე­ბა.

- ად­რე­ულ წლებ­ში უფრო მე­ტად იყო თე­მებ­ში ჩა­კე­ტი­ლო­ბა, 90-ია­ნებ­ში - გან­სა­კუთ­რე­ბით. ჩემი ბავ­შვო­ბა ამ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა. გოგო რომ და­ი­ბა­დე­ბო­და, ად­რე­ულ ასაკ­ში უნდა გა­თხო­ვე­ბი­ნათ. რამ­დენ­ჯერ ვარ მო­ტა­ცე­ბას გა­დარ­ჩე­ნი­ლი, ამი­ტომ სკო­ლა­ში მა­მას მან­ქა­ნით დავ­ყავ­დი. ვცხოვ­რობ­დით მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ალ­გეთ­ში.

იყო ისე­თი ფაქ­ტე­ბიც, როცა სახ­ლში უფ­რო­სე­ბი არ იყ­ვნენ, გო­გოს მო­სა­ტა­ცებ­ლად შე­დი­ოდ­ნენ. მეშ­ვი­დე კლა­სე­ლი ვი­ყა­ვი, რომ ჩემ შემ­თხვე­ვა­შიც მოხ­და ერთი მძი­მე შემ­თხვე­ვა. იცოდ­ნენ, რომ მე­ო­რე უბან­ში ქორ­წი­ლი იყო, ჩემი მშობ­ლე­ბი იქ იყ­ვნენ წა­უ­ლე­ბი, სახ­ლში მარ­ტო ვი­ყა­ვი და ჩემს მო­სა­ტა­ცებ­ლად მო­ვიდ­ნენ. რომ და­ვი­ნა­ხე ეზო­ში შე­მო­ვიდ­ნენ, უცებ რაც მო­ვა­ხერ­ხე, სამ­ზა­რე­უ­ლოს ბა­კის შე­ნო­ბა იყო, სა­დაც და­მალ­ვა შევ­ძე­ლი. ბაკი ერთი მეტ­რი სი­მაღ­ლის იყო - მოკ­ლედ სხვა და­სა­მა­ლი ად­გი­ლი არ გვქონ­და.

- მო­ხერ­ხე­ბუ­ლი ბავ­შვი ყო­ფილ­ხართ...

- ალ­ბათ ვერ წარ­მო­იდ­გი­ნეს, რომ იქ შეძ­ლე­ბა ვინ­მე ყო­ფი­ლი­ყო. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბას, არც ისე მო­ხერ­ხე­ბუ­ლი, უბ­რა­ლოდ იმ­დე­ნად ხში­რი იყო ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად ყო­ველ­დღი­უ­რად, რომ ამა­ზე ხში­რად ვფიქ­რობ­დი, თუ რამე იქ­ნე­ბა, რას ვი­ზამ­დი, სად და­ვი­მა­ლე­ბო­დი. ამა­ში ვცხოვ­რობ­დი... სულ გვეს­მო­და, რომ ვი­ღა­ცას­თან შე­ვიდ­ნენ და სარ­დაფ­ში, თუ კა­რა­და­ში იპო­ვეს...

ჩემ შემ­თხვე­ვა­ში თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტინ­ქტი ჩა­ირ­თო, მაგ­რამ არც ვი­ცო­დი, გა­დავ­რჩე­ბო­დი თუ არა, მაგ­რამ ასე და­მალ­ვა შევ­ძე­ლი. მათი ნა­ბი­ჯე­ბი ახ­ლო­ში მეს­მო­და, ვფიქ­რობ­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი მორ­ჩა, ახ­ლაც რომ ვიხ­სე­ნებ, ის მძი­მე ემო­ცია თავს ისევ მახ­სე­ნებს... სე­რი­ო­ზუ­ლი შიში გან­ვი­ცა­დე, კი­დევ კარ­გი გული არ გა­მის­კდა. არა­და, მშობ­ლებ­მა ქორ­წილ­ში იმი­ტომ არ წა­მიყ­ვა­ნეს, რომ ვინ­მეს იქი­დან არ მო­ვე­ტა­ცე­ბი­ნე. მოკ­ლედ სახ­ლში შე­მო­სუ­ლებ­მა რომ ვერ მი­პო­ვეს, მათი ლა­პა­რა­კი მეს­მო­და, - ეტყო­ბა, ვი­ღაც ნა­თე­სა­ვის სახ­ლში და­ტო­ვეს. არა­და, ხომ ასე თქვა იმან, რომ სახ­ლში­აო?! ყვე­ლა ოთა­ხი რომ და­ი­ა­რეს, წა­ვიდ­ნენ.

- რამ­დე­ნი იყ­ვნენ და იც­ნობ­დით, ვინ იყ­ვნენ?

- ვერ ვხე­დავ­დი, მაგ­რამ ხმე­ბის მი­ხედ­ვით ვხვდე­ბო­დი, რომ 3-4 კაცი იქ­ნე­ბო­და. არ ვიც­ნობ­დი, ვინ იყ­ვნენ, მაგ­რამ ის ადა­მი­ა­ნი ორ­ჯერ ცდი­ლობ­და ჩემს მო­ტა­ცე­ბას. მერე გა­ბე­დეს და სახ­ლშიც მო­ვიდ­ნენ. მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლი­დან იყ­ვნენ... შემ­დეგ ჩემს მშობ­ლებს ელ­ჩებს უგ­ზავ­ნიდ­ნენ, მაგ­რამ ჩე­მე­ბი თა­ნახ­მა არ იყ­ვნენ. არა­ფე­რი რომ არ გა­მო­უ­ვი­დათ, ცო­ლად მე­ზობ­ლის გოგო მო­იყ­ვა­ნა.

4b774d08-4f0c-4265-83f3-fffa32a06abe-34496-1751694520.jpeg

- სა­ო­ცა­რი წე­სია...

- კა­ცე­ბის ტვინ­ში არ ჯდე­ბა, რომ მო­მა­ვა­ლი ცოლი ქა­ლია, ადა­მი­ა­ნია და მა­საც აქვს უფ­ლე­ბა, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დეს. უც­ნა­უ­რი ისიც არის, რომ ამა­ში პრობ­ლე­მას თვი­თონ ქა­ლე­ბიც ვერ ხე­და­ვენ - ამ­ბო­ბენ, რა აკე­თებს ცუდს, - ოჯახს ქმნის. ამ ყვე­ლა­ფერს იმ­დე­ნად ბუ­ნებ­რი­ვად არი­ან მიჩ­ვე­უ­ლი, რომ თით­ქოს ასეც უნდა იყოს.

ასეა გო­გო­ნა მე­ექ­ვსე-მეშ­ვი­დე კლას­ში რომ გა­და­დის, მისი ცხოვ­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას იწყე­ბენ. არ ას­ვე­ნე­ბენ, ვი­ღაც ოჯახ­ში სი­ტყვას აგ­ზავ­ნის, ვი­ღაც ელჩს, მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი სავ­სეა მძი­მე ტრა­გე­დი­ე­ბით. ჩემს მშობ­ლე­ბი ჩემს ად­რე­ულ ასაკ­ში გა­თხო­ვე­ბა­ზე უარს ამ­ბობ­დნენ, რად­გან უნ­დო­დათ, მეს­წავ­ლა, თან ფა­სი­ან სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი, რომ მო­მა­ვალ­ში უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. იხილეთ სრულად