ტრაგედია ხონში - 16 წლის მოზარდი მოტოციკლით ელექტრობოძს შეეჯახა და გარდაიცვალა
ავტოსაგზაო შემთხვევას ხონის მუნიციპალიტეტში მსხვერპლი მოჰყვა. 16 წლის მოზარდი მოტოციკლს მართავდა, რა დროსაც ელექტრობოძს შეეჯახა.
არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
ავარიის შედეგად დაღუპული მოზარდი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში მცხოვრებია.
მომხდარ ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს ხონის მუნიციპალიტეტის მერია:
"ხონში დატრიალებულმა ტრაგედიამ კიდევ ერთი ახალგაზრდა შეიწირა...სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი ბიჭი აღარ არის ჩვენს გვერდით — დიდი დანაკლისი და ენით აღუწერელი ტკივილია.გულსატკენია, რომ წარსულის მწარე გამოცდილებამ საკმარისად არ დაგვაფიქრა და სიფრთხილისკენ არ მოგვიწოდა.ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობრების მიმართ.გთხოვთ ყველას — ვიყოთ ფხიზლად! თითოეულმა წინდახედულმა ნაბიჯმა შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს!" - ნათქვამია განცხადებაში.