"ეს არის საცურაო აუზის ფასი გერმანიაში და თქვენ რამდენს იხდით საქართველოში?" - ვიდეო, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა | Allnews.Ge

"ეს არის საცურაო აუზის ფასი გერმანიაში და თქვენ რამდენს იხდით საქართველოში?" - ვიდეო, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"გადავწყვიტე, მოვსულიყავი საცურაო აუზზე. თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ფასზე. ღირს 4 ევრო და 20 ცენტი. აი, ეს არის ევროპა" - სოციალური ქსელის მომხმარებელი ზაზა გაგუა ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეოს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"ჯინოში" შაბათ-კვირას 99 ლარი ღირს 1 ადამიანი, შარშან 79 ღირდა...

ძმა ჩვენთან, დიფსთეითსს აქ გაზრდილი ფასები და "ნაცები" ეუბნებიან არ დააგდო ფასიო. სად გვცალია კაი ცხოვრებისთვის...

შვეიცარიაში 3 ფრანკი ღირს და შაბათ-კვირას უფასოა შესვლა. გული მტკივა ჩემს საქართველოში, სულს ღაფავს მოსახლეობა...

მეც იტალიაში ვარ დაა 5 ევროს ვიხდიი შესვლაში და დროც არაა შეზღუდული. უკვე აღარ მიკვირს...

100 ლარიდან ღირს აქ ნორმალური აუზი...

მადლობა! მეტი ასეთი პოსტი. იქნებ, გაახილოს ამ ხალხმა თვალები...

აქ სახლი უნდა დაალომბარდო, აუზზე რომ წახვიდე" - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალურ ქსელში.