ვინ არიან ნინი და ლუკა სხირტლაძეები?- დუტა სხირტლაძის შვილები და მათი დიდი წარმატება რომში | Allnews.Ge

ვინ არიან ნინი და ლუკა სხირტლაძეები?- დუტა სხირტლაძის შვილები და მათი დიდი წარმატება რომში

"მე კი არ მაქვს პრობლემა მათი გამოჩენის, ჩემს შვილებს არ უნდათ. ერთი რამ იციან ძალიან კარგად – მამა რომ ტელევიზორში ჩანს, ეს მათთვის დიდი არაფერი ხეირია. მამა ჩანს ტელევიზორში და დამთავრდა, დანარჩენი თავისით უნდა ქნან ცხოვრებაში, იმიტომ, რომ დუტას შვილები არიან, პრივილეგიები არ უნდა იყოს…“ - ამბობდა დუტა სხირტლაძე რამდენიმე წლის წინ შვილების შესახებ.

luka-skhirtladze-1750942177-1751005498.jpg

nini-skhirtladze-1750942274-1751005505.jpg

დუტა სხირტლაძესა და მის მეუღლეს, მარინა ნაცვლიშვილს სამი შვილი, მარიამი, ნინი და ლუკა ჰყავთ. მათ მართლაც მოახერხეს საკუთარი გზის გაკვალვა. ბოლო დროს მშობლები განსაკუთრებით ხშირად წერენ უმცროსი შვილის, ლუკას წარმატების შესახებ. როგორც ცნობილია, აპრილში მისი პირველი გამოფენა რომში გაიმართა: "ლუკას პირველი გამოფენა რომში - ვამაყობ შენით, დე, მადლობა ამ შეგრძნებისთვის", - წერდა მაშინ მარინა ნაცვლიშვილი. მოგვიანებით კი მან დაწერა, რომ რომში, ხელოვნების მუზეუმში მისი შვილების, ლუკასა და ნინის გამოფენა გაიმართა. ლუკა და ნინი იტალიაში, რომის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში (RUFA) სწავლობენ. იხილეთ სრულად