საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს, ქარიც ჩადგება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი | Allnews.Ge

საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს, ქარიც ჩადგება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

გა­სუ­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში იყო წვი­მა, ზო­გან ძლი­ე­რი და ელ­ჭე­ქი, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ცალ­კე­ულ რა­ი­ო­ნებ­ში სე­ტყვა. და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ხვა­ლი­დან გა­მო­ი­და­რებს. ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი - ხა­თუ­ნა ქო­ქო­სა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- არამ­დგრა­დი ამინ­დი 24 ივ­ნი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. 25 ივ­ნი­სი­დან რო­გორც და­სავ­ლეთ, ასე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ი­და­რებს. ქა­რე­ბიც შე­სუს­ტდე­ბა და ტემ­პე­რა­ტუ­რაც მო­ი­მა­ტებს. 25 ივ­ნი­სი­დან 28 ივ­ნი­სამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 30-31 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა.

სა­ერ­თოდ ივ­ნი­სი ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის­თვის ყვე­ლა­ზე გრი­ლი თვეა. არა­ფე­რი უჩ­ვე­უ­ლო არ ხდე­ბა. ჩვე­უ­ლებ­რივ, კლი­მა­ტუ­რა­დაც 21-22 გრა­დუ­სია ივ­ნი­სის­თვის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა. მა­შინ როცა ივ­ლი­სის და აგ­ვის­ტოს თვის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა 24-25 გრა­დუ­სია.

გარ­კვე­ულ­წი­ლად კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს აქვს გავ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ზეც, მა­გა­ლი­თად წინა 30 წელს თუ შე­ვა­და­რებთ გა­ზა­ფხულ­ზე აგ­რი­ლე­ბის ტენ­დენ­ცია უფრო შე­ი­ნიშ­ნე­ბა, ხოლო ზა­ფხუ­ლი, პი­რი­ქით უფრო ცხე­ლია წინა 30 წელ­თან შე­და­რე­ბით. ივ­ლის-აგ­ვის­ტო­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის 39-40 გრა­დუ­სამ­დე მა­ტე­ბა ბოლო წლებ­ში უფრო გახ­ში­რე­ბუ­ლია.

ადრე თუ იყო ცხე­ლი პე­რი­ო­დი ივ­ლი­სის შუა რი­ცხვე­ბი­დან აგ­ვის­ტოს შუა რი­ცხვე­ბამ­დე, ამ ცხელ­მა პე­რი­ოდ­მა უფრო აგ­ვის­ტოს თვე­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. აგ­ვის­ტოს შუა რი­ცხვე­ბი­დან აგ­რი­ლე­ბა იწყე­ბო­და, ამ ბოლო წლებ­ში ძა­ლი­ან ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ზუს­ტად აგ­ვის­ტოს ბო­ლოს­კენ უფრო ფიქ­სირ­დე­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა. ამ მხრივ ცვლი­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არის, მაგ­რამ ეს სიგ­რი­ლე ივ­ნი­სის­თვის არ არის უჩ­ვე­უ­ლო.