მიუზიკლი ,,ჩიკაგო” - თბილისის საკონცერტო დარბაზში, ფილარმონიაში გაიმართება | Allnews.Ge

მიუზიკლი ,,ჩიკაგო” - თბილისის საკონცერტო დარბაზში, ფილარმონიაში გაიმართება

23 ივნისს, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში - ფილარმონიაში, „წისქვილის თეატრი“ ლეგენდარულ მიუზიკლს „ჩიკაგოს“ წარმოგიდგენთ.

ბილეთების შეძენას კი საიტიდან tkt.ge შეძლებთ: https://tkt.ge/event/486557/chikago-filarmonia

„ჩიკაგო“ - ეს ერთგვარი ცირკია ყველაზე შთამბეჭდავი წარმოდგენითა და სანახაობით, ჯამბაზებითა და მარიონეტებით, ცრუ სიყვარულითა და ნამდვილი სიძულვილით. 32 500 წარმოდგენა და 32 მილიონზე მეტი მაყურებელი - ეს მიუზიკლის რეკორდია.1920-იანი წლე­ბი, ჯაზი, კრი­მი­ნა­ლუ­რი ჩი­კა­გო და ბნე­ლით მო­ცუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი – ასე­თია „ჩი­კა­გო“, ჟან­რის კლა­სი­კად ქცე­უ­ლი მი­უ­ზიკ­ლი, რომ­ლის პრე­მი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში და წისქვილის „თე­ატ­რში“ უკვე შედგა.

1-2-1750596177.jpg

„ჩი­კა­გოს“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ლი­ცენ­ზია „წის­ქვი­ლი ჯგუფ­მა“ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი კომ­პა­ნია CONCORD THEATRICALS-სგან შე­ი­ძი­ნა.

დად­გმა „თე­ატ­რის“ თა­მა­მი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი, პო­პუ­ლა­რუ­ლი და დიდი ის­ტო­რი­ის მქო­ნე მი­უ­ზიკ­ლის ქარ­თუ­ლად გა­თა­მა­შე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგვცა. შთამ­ბეჭ­და­ვი ქო­რე­ოგ­რა­ფია და მუ­სი­კა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი, ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ის­ტო­რი­ე­ბი, მიმ­ზიდ­ვე­ლი და იდუ­მა­ლი ატ­მოს­ფე­რო და დახ­ვე­წი­ლი კოს­ტი­უ­მე­ბი – ასე­თია სცე­ნა­ზე გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი „ჩი­კა­გო“. მას­ზე ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რელ­ი ქარ­თველ­ი ხე­ლო­ვა­ნებ­ი, მუ­სი­კო­სებ­ი და მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­ი მუ­შა­ობენ.

„თე­ატრმა“ „ჩი­კა­გოს“ სა­ხით კი­დევ ერთი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ეს საკ­მა­ოდ კომ­პლექ­სუ­რი მი­უ­ზიკ­ლია, რომ­ლის დად­გმა­შიც ჩვენ­მა პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დმა დიდი შრო­მა ჩადო. სა­ბო­ლო­ოდ კი შევ­ძე­ლით, მისი ყვე­ლა დე­ტა­ლი მა­ღა­ლი ხა­რის­ხით შეგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა – სცე­ნა­რით, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ი­თა და მუ­სი­კით და­წყე­ბუ­ლი, კოს­ტი­უ­მე­ბით, გა­ნა­თე­ბი­სა და შე­სა­ფე­რი­სი ატ­მოს­ფე­როს შექ­მნით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. გვი­ხა­რია, რომ ჩვე­ნი შრო­მის ნა­ყოფს სულ მალე თქვენც იხი­ლავთ“, – ამ­ბობს „თე­ატ­რის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და „ჩი­კა­გოს“ დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი, ზაალ ჩი­ქო­ბა­ვა.

2-1750596196.jpg

„ჩი­კა­გო“ პირ­ვე­ლად 1975 წელს და­იდ­გა. ის მა­უ­რინ და­ლას უოტ­კინ­სის მიერ 1926 წელს და­წე­რილ ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის პი­ე­სას ეფუძ­ნე­ბა, რო­მე­ლიც რე­ა­ლურ კრი­მი­ნა­ლურ ის­ტო­რი­ებ­სა და გმი­რებს აღ­წერს. მი­უ­ზიკლმა მა­ლე­ვე მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა და აშშ-ს შემ­დეგ, მსოფ­ლი­ოს 36-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში და­იდ­გა.

4-1750596215.jpg

„ჩი­კა­გო“ მწვა­ვე სა­ტი­რაა, რო­მელ­შიც კარ­გად აი­სა­ხე­ბა იმ ეპო­ქის კულ­ტუ­რა – კო­რუფ­ცია, კრი­მი­ნა­ლი, „სის­ხლი­სა“ და სა­ნა­ხა­ო­ბის მა­ძი­ე­ბე­ლი მე­დია. ამას­თან ერ­თად, მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი ქა­ლე­ბის ის­ტო­რია ჯა­ზის აღ­ზე­ვე­ბი­სა და გენ­დერუ­ლი რო­ლე­ბის გა­და­აზ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში ვი­თარ­დე­ბა. ამი­ტომ „ჩი­კა­გო“ არა მხო­ლოდ შოუა, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­ზე და­უ­ვი­წყარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს, არა­მედ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 20-იანი წლე­ბის ეპო­ქის გაც­ნო­ბის, მას­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და, შე­საძ­ლოა, დღე­ვან­დე­ლო­ბას­თან პა­რა­ლე­ლე­ბის გავ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც“, – ამ­ბობს „ჩი­კა­გოს“ ქარ­თუ­ლი ტექ­სტის ავ­ტო­რი და სცე­ნა­რის­ტი, თეა ყიფ­ში­ძე.

„ჩი­კა­გოს“ მნახ­ვე­ლებ­ზე ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ამ­ბე­ბის, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ი­სა და მუ­სი­კის გარ­და, დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს კაშ­კა­შა და დახ­ვე­წი­ლი კოს­ტი­უ­მე­ბიც. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მი­უ­ზიკ­ლის ქარ­თუ­ლი ვერ­სია იქ­ნე­ბა.

3-1-1750596347.jpg

„კოს­ტი­უ­მე­ბის თი­თო­ე­ულ დე­ტა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით შევ­ქმე­ნი და და­ვა­მუ­შა­ვე, რად­გან ისი­ნი თხრო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს ატ­მოს­ფე­როს შექ­მნა­ში. მდიდ­რუ­ლი ქსო­ვი­ლე­ბის ფე­ნე­ბი, დე­კო­რა­ცი­ე­ბი, ფორ­მე­ბი ეპო­ქის არსსაც აღ­წერს და პერ­სო­ნა­ჟე­ბის ხა­სი­ათს, გან­წყო­ბებ­საც გა­მოკ­ვეთს. თუმ­ცა „ჩი­კა­გოს“ მა­გი­ას მხო­ლოდ ტან­საც­მლის დი­ზა­ი­ნი ვერ შექ­მნი­და, რომ არა სწო­რი გა­ნა­თე­ბა და დე­კო­რა­ცი­ე­ბი, რაც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის ერ­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა“, – ამ­ბობს „ჩი­კა­გოს“ კოს­ტი­უ­მე­ბის დი­ზა­ი­ნე­რი ლაშა ჯო­ხა­ძე.

(R)