მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები... - რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი და რატომ მოექცა ყურადღების ცენტრში მისი ცოლის იუბილე | Allnews.Ge

მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები... - რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი და რატომ მოექცა ყურადღების ცენტრში მისი ცოლის იუბილე

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა (სუს) ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძე და­ა­კა­ვა. მას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას ედა­ვე­ბი­ან.

სუს-ის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2017 წლის 3 ოქ­ტომ­ბრი­დან 2024 წლის 9 თე­ბერ­ვლამ­დე, სხვა­დას­ხვა მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას, თა­ნამ­დე­ბობ­რივ გავ­ლე­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას პი­რა­დი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, უკა­ნო­ნოდ იყე­ნებ­და ენერ­გე­ტი­კულ სფე­რო­ში სხვა­დას­ხვა პი­რის­თვის არა­მარ­თლზო­მი­ე­რი უპი­რა­ტე­სო­ბის მი­ნი­ჭე­ბის­თვის.ამ პი­რე­ბის­თვის უკა­ნო­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის სა­ნაც­ვლოდ, ის მათ­გან ენერ­გო­კომ­პა­ნი­ებ­სა და ჰე­სებ­ში წი­ლებს იღებ­და, რო­მელ­თა რე­ა­ლუ­რი მფლო­ბე­ლი თა­ვად იყო, ოფი­ცი­ა­ლუ­რად კი წი­ლე­ბი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პი­რებ­ზე ჰქონ­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად, რ.მ.-მ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო.

მი­ქა­უ­ტა­ძის ქო­ნე­ბა და მე­უღ­ლე

რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძის და­კა­ვე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე, 2024 წლის აპ­რილ­ში, მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია მისი მე­უღ­ლის, ნინო მი­ქა­უ­ტა­ძის მად­რიდ­ში, ის­ტო­რი­ულ უბან­ში ბი­ნის შე­ძე­ნის შე­სა­ხებ. ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ნინო მი­ქა­უ­ტა­ძემ 103 კვ.მ. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა 2024 წლის 18 იან­ვარს შე­ი­ძი­ნა, რო­დე­საც მი­ქა­უ­ტა­ძე ჯერ კი­დევ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყო.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ბი­ნის ფასი მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის, ბრო­კე­რე­ბის სა­ი­ტებ­ზე მსგავ­სი ფარ­თის ბინა მად­რი­დის ცენ­ტრში და­ახ­ლო­ე­ბით 829 000 ევრო ღირს. ნინო მი­ქა­უ­ტა­ძემ არ უარ­ყო შე­ნა­ძე­ნი, თუმ­ცა, კი­თხვა­ზე, თუ რა შე­მო­სავ­ლით ასა­ბუ­თებ­და ეს­პა­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში ბი­ნის ყიდ­ვას, გა­ნა­ცხა­და, რომ დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი გა­ცხად­დე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში გა­მოჩ­ნდა, რომ ბი­ნა­ში წყვილ­მა 660 ათა­სი ევრო გა­და­ი­ხა­და.

miqautadze-45346-1750498902.jpg

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძემ ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა თე­ბერ­ვალ­ში და­ტო­ვა. "მთა­ვა­რი არ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ნამ­დე მას სუს-ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ დე­პარ­ტა­მენ­ტში რამ­დენ­ჯერ­მე და­კი­თხეს და კი­თხვე­ბი და­უ­სა­ბუ­თე­ბელ ქო­ნე­ბა­სა და სა­ვა­რა­უ­დო კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ზე ჰქონ­დათ.

მი­ქა­უ­ტა­ძის გან­მარ­ტე­ბა ქო­ნე­ბა­ზე

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, მა­შინ რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი და მისი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ "კამ­პა­ნი­უ­რი ხა­სი­ა­თის აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი და ცი­ლის­წა­მე­ბა" მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მის ოჯახს მსხვი­ლი ბიზ­ნე­სი­დან ჰქონ­და მა­ღა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ბიზ­ნე­სი გა­ყი­დეს, სა­ი­და­ნაც და­ახ­ლო­ე­ბით 2 მლნ ლა­რის ფუ­ლა­დი ქო­ნე­ბა მი­ი­ღეს. ასე­ვე, მი­ქა­უ­ტა­ძე აცხა­დებ­და, რომ არა-სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში საქ­მი­ა­ნო­ბი­დან და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი და და­ნა­ზო­გის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და.

მან თა­ვი­სი ქო­ნე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა დე­ტა­ლუ­რად გან­მარ­ტა და აღ­ნიშ­ნა, რომ მის­მა ოჯახ­მა 5 ბინა თბი­ლის­ში და 2 ბინა ბა­თუმ­ში, ასე­ვე აგა­რა­კი წე­რო­ვან­ში გა­ყი­და. ამის სა­ნაც­ვლოდ, მათ შე­ი­ძი­ნეს 1 ბინა თბი­ლის­ში (180 კვ.მ.), 2316 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი წყნეთ­ში, 830 კვ.მ. დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში და 410 კვ.მ. ოზურ­გეთ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პა­ნი­ებს, მი­ქა­უ­ტა­ძის თქმით, მისი მე­უღ­ლე 50-პრო­ცენ­ტი­ან წილს ფლობს კომ­პა­ნია „ვიუ ფო­ინთში“ და სა­ბან­კო კრე­დი­ტით შე­ი­ძი­ნა მიწა წავ­კის­ში (2.2 მლნ აშშ დო­ლა­რი). ასე­ვე, იგი 50-პრო­ცენ­ტი­ან წილს ფლობს თბი­ლის­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო „ბეთ­ლემ­ში“, რო­მე­ლიც სა­ბან­კო კრე­დი­ტით (915 000 ევრო) არის შე­ძე­ნი­ლი. იხილეთ სრულად