ვინ არიან უცნაურად თავგადაპარსული ბავშვები, რომლებმაც სოციალური ქსელი დაიპყრეს? | Allnews.Ge

ვინ არიან უცნაურად თავგადაპარსული ბავშვები, რომლებმაც სოციალური ქსელი დაიპყრეს?

სოციალურ ქსელში საოცარი სისწრაფით ვრცელდება სასაცილოდ თავგადაპარსული ბავშვების ვიდეო, რომელსაც უამრავი კომენტარი და გაზიარება აქვს. ვიდეო ბიჭებისა უცნაური ვარცხნილობებით სპორტულმა გუნდმა "ლელო სარასენს თბილისმა" გაავრცელა თავის ფეისბუქგვერდზე. რა მოხდა სინამდვილეში და რატომ აღმოჩნდნენ ამ საოცარი ვარცხნილობით ბიჭები, რომლებიც უკვე საქართველოს ჩემპიონები არიან?

ამის შესახებ გუნდის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს თეონა წიკლაურს ვესაუბრეთ.

„ბავშვები საზაფხულო შეკრებაზე არიან და მწვრთნელების წინააღმდეგ ფეხბურთი ითამაშეს. იდეაც მათ ეკუთვნით, რომ წაგებულ გუნდს მეორე გუნდი ვარცხნილობას შეურჩევდა. გარდა ამისა, უამრავი გასართობით ერთობიან, სადაც მწვრთნელებსაც"სჯიან" დაგვიანებისთვის, წაგებისთვის და ასე შემდეგ. ჩვენს კლუბში ყველა თანაბარი უფლებებითაა და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებდით, რომ ერთი ბავშვი მაინც დაეზიანებინა ამას. რასაკვირველია, მშობლებთან შეთანხმებით მოხდა და ბავშვებს, ვისაც ეს არ უნდოდა, არ ჩართულან ამ თამაშში. ეს ბავშვების იდეა იყო.

დარწმუნებული რომ არ ვიყოთ, რომ ამ ქმედებებს არანაირი ზიანი არ მოაქვს და პირიქით, არ აახლოებს ბავშვებს და მწვრთნელებს, არ გავაკეთებდით და ამაზე საზოგადოებაზე ადრე მშობლებს ექნებოდათ მკაცრი რეაქცია. მოკლედ, ეს ყველაფერი ბავშვების ინიციატივითა და დიდი ხალისით მოხდა. სხვა ვიდეოებსაც თუ გადახედავთ, ნახავთ, მწვრთნელები როგორ აბარებენ წაგებულ "სასჯელს" ბავშვებს.

ეს ბავშვები შარშანაც ამ მწვრთნელებთან იყვნენ იგივე ადგილას, იგივე შეკრებაზე. წლიდან წლამდე ემზადებოდნენ ამ შეჯიბრისთვის. მათთვის დიდი ხალისი და მოტივაციაა. დაცინვისა და ბულინგისკენ ოდნავი მიდრეკილებაც არ აქვს ამ ამბავს. ახლაც დასრულებული არ არის შეკრება და უკვე ემზადებიან, რომ მომავალ წელს რევანში აიღონ. იხილეთ სრულად