ქვეყანაში 11%-ს გიორგი ჰქვია, 6%-ს ნინო - 20 სახელი, რომელიც ყველაზე გავრცელებულია
„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობამ 3 704 500 ადამიანი შეადგინა. აქედან 1 780 600 კაცია, ხოლო 1 923 900 ქალი. აღნიშნული სტატისტისკიდან გამოდის, რომ კაცებში 11%-ს გიორგი ჰქვია, ხოლო 6%-ს ნინო.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში 193 284 გიორგია და შესაბამისად, კაცებში ყველაზე გავრცელებული სახელია, ხოლო ქალებში ნინო. აღნიშნული სახელი 115 644 პირს ჰქვია.
ქვეყანაში 11%-ს გიორგი ჰქვია, 6%-ს ნინო - 20 სახელი, რომელიც ყველაზე გავრცელებულია
კაცებში შემდეგ პოზიციაზეა დავით, რომელიც კაცების 4% ჰქვია, ხოლო ქალებში მარიამ, რომელზეც ასევე 4% მოდის.
„ბიზნესპრესნიუსი“, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკაზე დაყრდნობით, გთავაზობთ ინფორმაციას, საქართველოში კაცებისა და ქალების ყველაზე გავრცელებული სახელების შესახებ.
ქალის სახელები:
- ნინო - 115 644
- მარიამ - 71 801
- ანა - 49 761
- მარიამი - 48 399
- თამარ - 48 008
- მაია - 46 920
- ნანა - 42 158
- ელენე - 39 557
- ნათია - 38 388
- მანანა - 32 705
- ქეთევან - 32 264
- თამარი - 28 703
- სალომე - 26 725
- მარინე - 26 601
- ხათუნა - 25 415
- ეკატერინე - 24 027
- მარინა - 23 784
- ლია - 23 737
- ნათელა - 23 694
- ბარბარე - 23 482 იხილეთ სრულად