"თვენახევარია, რაც დაქორწინებულები არიან..." - რატომ დაჭრა ახალგაზრდა ბიჭმა მეუღლე: გორში მომხდარი შემთხვევის დეტალები | Allnews.Ge

"თვენახევარია, რაც დაქორწინებულები არიან..." - რატომ დაჭრა ახალგაზრდა ბიჭმა მეუღლე: გორში მომხდარი შემთხვევის დეტალები

გორ­ში, კვერ­ნა­ქის და­სახ­ლე­ბა­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ახალ­გაზ­რდა ქალს ქმარ­მა სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით 20 წლის გოგო სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გორ­ში, სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნა და ახალ­გაზ­რდა ქალს ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. რო­გორც გვი­თხრეს, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ახალ­გაზ­რდა ქალს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მე­უღ­ლემ მი­ა­ყე­ნა.

"რომ მი­ვე­დი უკვე მიჰ­ყავ­დათ დაჭ­რი­ლი გოგო კლი­ნი­კა­ში... ვი­ცით, რომ ყურ­ზე ჰქონ­და სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ასე­ვე სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. სის­ხლის გუბე იდგა ოთახ­შიო, - მი­თხრა მე­ზო­ბელ­მა, რო­მე­ლიც ხმა­ურ­ზე შე­ვი­და იქ. ახა­ლი გად­მო­სუ­ლე­ბი არი­ან, ახალ­შე­უღ­ლე­ბუ­ლე­ბი ყო­ფი­ლან. მე პი­რა­დად არც ვიც­ნობ­დი", - ამ­ბობს ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი.

ცოლ­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ, თა­ვად მა­მა­კაც­მა თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა ყე­ლის არე­ში. ისიც კლი­ნი­კა "გორ­მედ­შია" გა­დაყ­ვა­ნი­ლი და არც მის სი­ცო­ცხლეს ემუქ­რე­ბა საფრ­თხე.

"რა­ტომ მოხ­და ეს ამ­ბა­ვი, ამას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ად­გე­ნენ. დე­ტა­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით ჩემ­თვის უც­ნო­ბია. ვი­ყა­ვი ად­გილ­ზე მი­სუ­ლი და ახლა ვე­ლო­დე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას. ორი­ვე გა­დარ­ჩა, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. რო­გორც ვიცი, გოგო ამ დრომ­დე რჩე­ბა კლი­ნი­კა­ში, მას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცივი ია­რა­ღით ჰქონ­და ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ბიჭი "გორ­მედ­ში" იყო გა­დაყ­ვა­ნი­ლი, მას არ აქვს მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა. თვე­ნა­ხე­ვა­რია რაც და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. გო­გოს არ ვიც­ნობ. ვიც­ნობ­დი ამ ბიჭს და მის­გან ძა­ლი­ან მიკ­ვირს ასე­თი ქმე­დე­ბა...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა