„ურსას“ 30 000 ლარი, „კახაბერს და ხანუმებს“ 25 200 ლარი“ - აჭარაში ზაფხულის სეზონის გახსნაზე 143 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება | Allnews.Ge

„ურსას“ 30 000 ლარი, „კახაბერს და ხანუმებს“ 25 200 ლარი“ - აჭარაში ზაფხულის სეზონის გახსნაზე 143 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება

აჭარაში ორდღიანი ფესტივალი - „ზაფხული იწყება აქ“ გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მუსიკალური ღონისძიებების გამართვა.

სხვადასხვა მუსიკოსის მომსახურების შესყიდვის მიზნით, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო გამარტივებულ შესყიდვას ახორციელებს.

გამოცხადებული შესყიდვიდან ირკვევა, რომ ფესტივალი 21-22 ივნისს ჩატარდება. ღონისძიებების ანბანის კოშკისა და საოცრებათა პარკის მიმდებარედ გაიმართება.

„ფესტივალი ორდღიანია და საინტერესო პროგრამითა და მრავალფეროვანი დეკორაციებით დატვირთული იქნება, რომელიც საზაფხულო განწყობას შემოიტანს ქალაქში.ზაფხულის ფესტივალის „ზაფხული იწყება აქ“ მთავარი მიზანია ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნა“, - უთითებს სააგენტო გამარტივებული შესყიდვის საჭიროებაში.

საერთო ჯამში ფესტივალზე წარმოდგენილ ჯგუფებსა და მუსიკოსებს 143 ათას ლარზე მეტს გადაუხდიან. ჯამში ფესტივალზე 11 მუსიკალური ბენდი იქნება წარმოდგენილი. ყველაზე მეტი ჯგუფი „ურსას“ მომსახურება დაჯდება, ყველაზე ცოტას კი Dj Bene-ს გადაუხდიან.

უფრო კონკრეტულად, ფესტივალზე იმღერებენ შემდეგი მუსიკოსები და ჯგუფები:

  • მუსიკალური ჯგუფი „ურსა“ – 30 000 ლარი;
  • მუსიკალური ჯგუფი „კახაბერი და ხანუმები“ – 25 200 ლარი;
  • ჯგუფი „რეგიონი“ - 22 300 ლარი;
  • ბათუმის ქალთა აკადემიური კამერული გუნდისა და დიჯეი ჩიკის (არჩილ დავითაძე) ერთობლივი პროგრამა - 20 000 ლარი;
  • ჯგუფი „New One“ – 15 200 ლარი;
  • მუსიკალური ბენდი „მიქსტურა“ – 15 200 ლარი; იხილეთ სრულად