"გოგონები ჯერ ვერ მეტყველებენ... ექიმებმა თქვეს, ჯერ ფეხზე უნდა გაიარონო" - როგორია ავარიისას დაშავებული დების მდგომარეობა, რომლებიც თვეებია, თურქეთში მკურნალობენ | Allnews.Ge

"გოგონები ჯერ ვერ მეტყველებენ... ექიმებმა თქვეს, ჯერ ფეხზე უნდა გაიარონო" - როგორია ავარიისას დაშავებული დების მდგომარეობა, რომლებიც თვეებია, თურქეთში მკურნალობენ

მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობს გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ დებს, ნი­ა­კოს და თა­თუ­ლის. მათი ამ­ბა­ვი ყვე­ლამ გულ­თან მი­ი­ტა­ნა და ყვე­ლა ელო­დე­ბა ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნე­ბის სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას.

უმ­ძი­მე­სი ავ­ტო­ა­ვა­რია 2024 წლის 12 ოქ­ტომ­ბერს, ოსი­ა­უ­რი-ხა­შუ­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე მოხ­და. 15 წლის ნი­ა­კოს და 8 წლის თა­თუ­ლის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი იმ დროს და­ე­ჯა­ხა, როცა ბავ­შვე­ბი ექ­სკურ­სი­ის მარ­შრუტ­კი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ და გზა­ზე გა­დას­ვლას ცდი­ლობ­დნენ.ძა­ლი­ან მძი­მე იყო ბავ­შვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფე­ბი სას­წრა­ფოდ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, არა ერთი ოპე­რა­ცია დას­ჭირ­დათ და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ლო­ცუ­ლობ­და მათ­თვის. უფ­ლის წყა­ლო­ბით და ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, გო­გო­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ნელ-ნელა გა­უმ­ჯო­ბეს­და და სას­წა­უ­ლად გა­და­ურჩნენ სიკ­ვდილს. ეს არ იყო ად­ვი­ლი, გო­გო­ნებ­მა სამი თვე კლი­ნი­კა­ში გა­ა­ტა­რეს.

გო­გო­ნე­ბის დედა, სო­ფიო ხარ­ში­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პე­რი­ო­დუ­ლად ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და ექი­მებს გა­წე­უ­ლი შრო­მის­თვის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის­თვის მად­ლო­ბას სა­ჯა­როდ ხში­რად უხ­დის.

გო­გო­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად მა­შინ სრუ­ლი­ად ერი გა­ერ­თი­ან­და, ემიგ­რან­ტე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის წყა­ლო­ბით, საკ­მაო თან­ხე­ბი მოგ­როვ­და იმის­თვის, რომ შემ­დგო­მი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის ისი­ნი თურ­ქეთ­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ. ნი­ა­კო და თა­თუ­ლი 5 თვის წინ ჩა­ვიდ­ნენ თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში, იქაც არა ერთი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­დათ, მაგ­რამ რო­გორც დედა ამ­ბობს, კი­დევ დარ­ჩა რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ისი­ნი დღემ­დე იბ­რძვი­ან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის და მარ­თლაც ურ­თუ­ლე­სი დღე­ე­ბი გა­მო­ი­ა­რეს.

გო­გო­ნე­ბის დედა, სო­ფიო ხარ­ში­ლა­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ შე­დე­გი თვალ­ში სა­ცე­მია და ახლა მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა თა­თუ­ლის და ნი­ა­კოს სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას.

- სო­ფიო, ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რია თქვე­ნი შვი­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, გვი­ამ­ბეთ მათ­ზე.

- ჩემი გო­გო­ნე­ბი შემ­თხვე­ვის წა­მი­დან­ვე სა­ოც­რად მზრუნ­ვე­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მე­ბის გა­რე­მო­ში აღ­მოჩ­ნდნენ და ჩემ­თვის, რო­გორც დე­დის­თვის, უპირ­ვე­ლე­სი ნუ­გე­ში სწო­რედ ეს იყო. ამ ექი­მე­ბის და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შე­დე­გად მო­ვე­დით აქამ­დე. 5 თვეა, თურ­ქეთ­ში ვართ, კლი­ნი­კა­ში და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია საკ­მა­ოდ კარ­გად მიმ­დი­ნა­რე­ობს. მდგო­მა­რე­ო­ბაც ბევ­რად უკე­თე­სია.

ნი­ა­კო, რო­მე­ლიც კი­დუ­რებს სა­ერ­თოდ ვერ ამოძ­რა­ვებ­და, ახლა უკვე ჯდე­ბა, მოძ­რა­ობს. ნი­ა­კოს რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და საკ­მა­ოდ შე­დე­გი­ა­ნი იყო. თა­თუ­ლიმ უკვე გა­ი­ა­რა ფეხ­ზე, და­დის, ხელს რომ ჩავ­კი­დებთ და ვე­ლო­დე­ბით, და­მო­უ­კი­დებ­ლად რო­დის გა­ივ­ლის. ექი­მე­ბი მპირ­დე­ბი­ან, რომ მე­ტყვე­ლე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი მწყობ­რში ჩად­გე­ბა და ახლა ამ ბედ­ნი­ე­რი დღის მო­ლო­დინ­ში ვართ. რა­ღაც პე­რი­ო­დი სჭირ­დე­ბა. აქ კი­დევ ერთი თვე ვიქ­ნე­ბით და ვე­ლო­დე­ბით, რომ ამ დრო­ში თა­თუ­ლიმ შეძ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლად გავ­ლა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა ისე­თი, რო­გო­რიც იყო. ამის გა­რან­ტი­ას ექი­მი გვაძ­ლევს და იმა­საც ამ­ბობს, რომ თა­თუ­ლი თა­ვის საყ­ვა­რელ საქ­მეს - ტან­ვარ­ჯიშს და­უბ­რუნ­დე­ბა. მე­უბ­ნე­ბა, რომ შე­ეძ­ლე­ბა ვარ­ჯი­ში და დიდი იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ წელს, სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც გავა.

იცით, თა­თუ­ლი რო­გო­რი ბავ­შვი იყო? ბევ­რი მე­და­ლი და სი­გე­ლი აქვს და იმის მო­ლო­დი­ნი მაქვს, რომ სრუ­ლი­ად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ისევ თა­ვის საყ­ვა­რელ საქ­მე­ში ჩა­ერ­თვე­ბა...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა