ტრაგედია აჭარაში - ავარიას დედა-შვილი ემსხვერპლა
ტრაგედია დატრიალდა წუხელ აჭარაში. ქობულეთი ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი გარდაიცვალა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ხუცუბანთან მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახნენ. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული