ნეიროქირურგ დავით ბერიძის რჩევები : სამწვერა ნერვის ანთება და თანამედროვე მიდგომები თოდუას კლინიკაში
სამწვერა ნერვის ანთება სამედიცინო პრაქტიკაში ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ ნევროლოგიურ მდგომარეობას წარმოადგენს, რომელიც ხშირად პაციენტებისთვის უჩვეულო ჩივილით ხასიათდება . ეს შესაძლოა სხვა ნევროლოგიური დაავადების მანიშნებელიც იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავს იჩენს შედარებით ახალგაზრდა ასაკში . სტატისტიკურად კი დიაგნოზი უფრო ხშირია საშუალო და ხანდაზმული ასაკის ადამიანებში.
სამწვერა ნერვის ანთებით ხშირია მიმართვიანობა თოდუას კლინიკაში სადაც, ნეიროქირურგი დავით ბერიძე რამდენიმე წელია მუშაობს. პირველად ენდოსკოპიური მეთოდით ოპერაცია სწორედ თოდუას კლინიკის ცენტრალურ ფილიალში ჩატარდა . ამბობს, რომ მისი დაკვირვებით სამწვერა ნერვზე თანამედროვე ენდოსკოპიურად ასისტირებული მეთოდით შესრულებული ოპერაციების შედეგები უკეთესია,ვინაიდან უმჯობესდება ნერვულ-სისხლძარღვოვანი სტრუქტურების ვიზუალიზაცია.
ნერვზე სისხლძარღვის ხანგრძლივი კომპრესია იწვევს მისი გარის დაზიანებას,რაც საბოლოოდ ვლინდება ძლიერი,მედიკამენტოზურად რთულად მართვადი შეტევითი ტკივილებით სახის არეში, მას ადამიანის ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება შეუძლია, ვინაიდან გაუსაძლისი მტანჯველი ტკივილი ასოცირდება ისეთ ყოველდღიურ აქტივობებთან, როგორიცაა ღეჭვა, საუბარი, ღიმილი, კბილების გახეხვა და ა.შ.
რამდენად ხშირია საქართველოში და კონკრეტულად თოდუას კლინიკაში სამწვერა ნერვის ანთების სტატისტიკა და ვინ ითვლება რისკ-ჯგუფად?
მოსახლეობაში ამ დაავადების გავრცელება სტატისტიკურად 0.1-0.5%-ს შეადგენს. თოდუას კლინიკაში მომართვიანობა სტატისტიკის შესაბამისია, თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ რაც ჩვენს კლინიკაში ტკივილის მართვის ცენტრი შეიქმნა, მომართვიანობის ეს მაჩვენებელი გაიზარდა. თოდუას კლინიკა პირველია ვინც მსოფლიოში აპრობირებული ტკივილის მართვის მეთოდი სისტემური გზით და ულტრათანამედროვე აპარატურით ხელმისაწვდომი ქვეყნის შიგნით გახადა. ზოგადად, სამწვერა ნერვის ანთების სამედიცინო მართვა როგორც მედიკამენტურ მკურნალობას, ასევე რადიოსიხშირულ აბლაციას და ქირურგიას აერთიანებს - როგორც ტრადიციულ მიკროსკოპიური, ასევე თანამედროვე ენდოსკოპიურ მეთოდით.
რისკ-ჯგუფებში კი 40-50 წლის შემდეგ ზრდასრული და ხანდაზმული ადამიანები შედიან.
რა კლინიკური შემთხვევა გქონიათ გაფანტული სკლეროზისა და სამწვერა ნევრალგიური დიაგნოზის კვეთასთან დაკავშირებით ?
სამწვერა ნერვის ტკივილი განსაკუთრებით საყურადღებო 40 წლამდე ასაკშია . ვინაიდან მაღალიაა შანსი იმისა, რომ ეს ტკივილი სხვა დაავადებით იყოს გამოწვეული.
თოდუას კლინიკაში გვქონდა შემთხვევა, როდესაც პაციენტს სამწვერა ნევრალგიის ჩივილით ოპერაცია 2-ჯერ ჰქონდა ჩვენთან მოსვლამდე ჩატარებული და ისევ გაუსაძლის ტკივილს ებრძოდა. თოდუას კლინიკაში 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევის შედეგად ნერვის ბირთვში მას დემიელინიზაციის ანუ გაფანტული სკლეროზის კერა დაუდგინდა. მკურნალობის შესაბამისად დაგეგმვის შემდეგ, რომელიც მიკროქირურგიულ რიზოტომიას გულისხმობს მას ტკივილები მოეხსნა.
ზოგადად, სამწვერა ნერვის ნევრალგია ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ ნეირონევროლოგიურ მდგომარეობად მიიჩნევა. ამ ტიპის ტკივილები ხშირად შეცდომით სტომატოლოგიურ პრობლემად განიხილება, რის გამოც პაციენტები დიდხანს იტარებენ არაეფექტურ მკურნალობას — ანალგეტიკებით, სტომატოლოგიური ჩარევებით, ან თუნდაც არასწორი დიაგნოზით ჩატარებული ოპერაციებით. თუმცა, პრაქტიკაში სულ უფრო მეტი შემთხვევა გვხვდება, როცა სამწვერა ნერვის ნევრალგია არ არის იზოლირებული მდგომარეობა.
როგორ დგინდება სამწვერა ნერვის ნევრალგიის დიაგნოზი?
სამწვერა ნერვის ნევრალგიის დიაგნოსტიკა ეტაპობრივ და სიღრმისეულ მიდგომას მოითხოვს, რადგან ტკივილის კლინიკური სიმპტომები ხშირად სხვა პათოლოგიებს ჰგავს, პირველ რიგში, აუცილებელია გამორიცხულ იქნას ის სტრუქტურული და ანატომიური პათოლოგიები, რომლებიც ტკივილს იწვევს ქვედა ან ზედა ყბის, კბილების ან ღრძილების არეში. საჭიროა დეტალური გამოსახულებითი დიაგნოსტიკა — თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI). უნდა შეფასდეს სამწვერა ნერვი და მის გარშემო არსებული ანატომიური სტრუქტურები; შეფასდეს ნერვსა და სისხლძარღვებს შორის შესაძლო კომპრესიული ურთიერთობა; გამოირიცხოს ნერვზე ზეწოლა სიმსივნური წარმონაქმნებით; ამ ყველაფრის ტექნიკურ შესაძლებლობას კი თოდუას კლინიკის აპარატურული ბაზა იძლევა, რომელიც მუდმივად განახლებადია.
დიაგნოსტიკის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა პაციენტის კლინიკურ გასინჯვას ენიჭება — ნეიროქირურგის მიერ ჩატარებული დეტალური გამოკვლევა განსაზღვრავს საბოლოო დიაგნოზს და მკურნალობის ტაქტიკას.
თანამედროვე ქირურგიული მკურნალობის რა გზები არსებობს თოდუას კლინიკაში?
ჩვენს კლინიკაში წლებია წარმატებით კეთდება ოპერაციები სამწვერა ნერვის ნევრალგიის გამო ტრადიციული მიკროქირურგიული წესით, ხოლო ბოლო პერიოდში თოდუას კლინიკის გუნდის მიერ დაინერგა და შესრულდა აღნიშნული ოპერაცია ენდოსკოპიურად ასისტირებული მეთოდით,რაც არის უახლესი თანამედროვე პრაქტიკა. ის 360 გრადუსით ნერვის ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა და ექიმს შეუძლია მიაღწიოს ადეკვატურ დეკომპრესიას, რაც თავის მხრივ უმნიშვნელოვანესია იდეალური შედეგის მისაღწევად.
როგორია სამწვერა ნერვის ნევრალგიის მკურნალობის ეტაპები?
სამწვერა ნერვის კლასიკური ნევრალგიის მკურნალობა, როგორც წესი, იწყება კონსერვატიული (მედიკამენტოზური) თერაპიით, რომელსაც ატარებენ ნევროლოგები. პირველადი მკურნალობა მოიცავს ანტიკონვულსანტების, სხვადასხვა სახის ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების დანიშვნას, რაც ხშირად საკმარისია ტკივილის კონტროლისთვის დაავადების ადრეულ სტადიაზე.
თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც მედიკამენტოზური მკურნალობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეფექტს არ იძლევა ან ტკივილი ინტენსიური და რეზისტენტულია, განიხილება ქირურგიული ჩარევა — კერძოდ, მიკროვასკულური დეკომპრესია.
რა ხდება ოპერაციის შემდეგ – როგორია პოსტოპერაციული პერიოდი?
სამწვერა ნერვის ქირურგიული მკურნალობის შემდგომი პერიოდი, როგორც წესი პროგნოზირებულად და ნაკლებად ტრამვულად მიმდინარეობს. ოპერაციის დღესვე პაციენტი გადადის ინტენსიური თერაპიიდან სტანდარტულ პალატაში; უკვე მეორე დღეს კი ეძლევა გადაადგილების და დამოუკიდებლად სიარულის უფლება; პოსტოპერაციულ მე-3 ან მე-4 დღეს ბინაზე გაწერა შესაძლებელია. ტკივილი ქრება დაუყოვნებლივ, ხოლო რეციდივის შანსი მინიმალურია. ასევე აღსანიშნავია, რომ ოპერაციის შემდგომ პაციენტები მედიკამენტოზურ მკურნალობას აღარ საჭიროებენ.
თოდუას კლინიკაში დავით ბერიძის ჩართულობით ნეიროქირურგიის გუნდი როგორც ტრადიციულ, ასევე უახლეს ქირურგიულ მიდგომებს გთავაზობთ, რაც დიაგნოზის ეფექტურად მართვის შესაძლებლობებს ქმნის. სამწვერა ნერვის ნევრალგია შესაძლოა წარმოადგენდეს როგორც სტანდარტული სისხლძარღვოვანი კომპრესიის შედეგს,ასევე ის შეიძლება იყოს სიღრმისეული ნევროლოგიური დარღვევის მანიშნებელელი. დიაგნოსტიკა და მკურნალობა კი მოითხოვს კომპლექსურ მუშაობას: ნევროლოგის, ნეიროქირურგის, ტკივილის მართვის სპეციალისტის და რადიოლოგის-გამოსახულებითი დიაგნოსტიკის სპეციალისტის ჩართულობით.
(R)