“ვინ ეკითხება ბრიტანეთის საელჩოს ადგილობრივ არჩევნებზე ვის მოვიწვევთ და ვის არა?! რატომ აძლევს საელჩო თავს ამ სითავხედის უფლებას!“ - ირაკლი ზარქუა | Allnews.Ge

“ვინ ეკითხება ბრიტანეთის საელჩოს ადგილობრივ არჩევნებზე ვის მოვიწვევთ და ვის არა?! რატომ აძლევს საელჩო თავს ამ სითავხედის უფლებას!“ - ირაკლი ზარქუა

“ვინ ეკი­თხე­ბა კონ­კრე­ტულ სა­ელ­ჩოს სა­ქარ­თვე­ლოს შიდა პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვას?! - ვინ ეკი­თხე­ბა ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩოს ჩვენ ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ზე ვის მო­ვიწ­ვევთ და ვის არა?! ეს ნონ­სენ­სია! ვერ გა­ვი­გე, რა­ტომ აძ­ლევს ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩო თავს ამ სი­თავ­ხე­დის უფ­ლე­ბას!“ - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი ირაკ­ლი ზარ­ქუა ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩოს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სად­მი მო­წო­დე­ბას, მო­იწ­ვი­ოს ეუთო/ოდი­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია 2025 წლის ოქ­ტომ­ბრის მუ­ნი­ცი­პა­ლურ არ­ჩევ­ნებ­ზე და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს.

რო­გორც ზარ­ქუ­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, „ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩო რა­დი­კა­ლებს აფი­ნან­სებს“, რო­მელ­თა მი­ზა­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის და­ძა­ბუ­ლო­ბის კე­რე­ბის შექ­მნაა, რათა მო­რიგ რე­ვო­ლუ­ცი­ის მცდე­ლო­ბას ჰქონ­დეს ად­გი­ლი.

ზარ­ქუ­ას თქმით­ვე, გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებს და დიდ სა­ხელ­მწი­ფო­ებს უნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლო სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის პო­ლი­გო­ნი გახ­დეს და აქვთ მცდე­ლო­ბა იმი­სა, ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში უსამ­შობ­ლო­ე­ბი ჩარ­თონ, აატ­რი­ა­ლონ და ქა­ოს­ში შე­იყ­ვა­ნონ ქვე­ყა­ნა, შემ­დეგ კი, სა­კუ­თა­რი აგენ­ტუ­რა დას­ვან.

„ასე­თი მო­წო­დე­ბა ნონ­სენ­სია! ჩვენ რომ მო­ვუ­წო­დოთ: - აი, იქ არ­ჩევ­ნე­ბი არას­წო­რად ჩა­ტარ­და და ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი უნდა და­ვა­ფი­ნან­სოთ! ეს ხომ სი­გი­ჟეა?! რა­ტომ აძ­ლევს ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩო თავს ამ სი­თავ­ხე­დის უფ­ლე­ბას?!

რა ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბიც აქამ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, ეუთო/ოდი­რი მოწ­ვე­უ­ლი არ ყო­ფი­ლა - პრაქ­ტი­კა ასე­თია ჩვენ­თა­ნაც და სხვა­გა­ნაც. მე­ო­რე, - ვის მო­ვიწ­ვევთ და ვის არა, ეს ჩვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე თვით ადრე გა­ი­გებთ.

ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩო და მისი ელჩი მე­დია-მო­ნი­ტო­რინ­გის ხა­სი­ა­თით რა­დი­კა­ლებს აფი­ნან­სებ­და. აფი­ნან­სებ­და „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ 5 ნო­მერს, აფი­ნან­სებ­და საია-ს, რო­მე­ლიც დღემ­დე არა­ლე­გი­ტი­მურს გვე­ძა­ხის და მი­ტინგზე იდგა: - ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ვამ­ხო­თო! აფი­ნან­სებს ოპო­ზი­ცი­უ­რი ლი­დე­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს. რა დას­კვნა უნდა და­დონ ამათ, რომ­ლე­ბიც დღემ­დე „არა­ლე­გი­ტი­მურს“ და სხვა გა­უ­გე­ბარ სი­ტყვებს გვე­ძა­ხი­ან?

მი­ზა­ნი შემ­დე­გია - ჩვენს სა­მე­ზობ­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო არ დარ­ჩა ცე­ცხლის ალში რომ არ იყოს გახ­ვე­უ­ლი. ამი­ტომ გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებს მე­ო­რე ფრონ­ტის თე­მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა უნ­დათ. გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებს და დიდ სა­ხელ­მწი­ფო­ებს უნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლო სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის პო­ლი­გო­ნი გახ­დეს. ამის გამო აქვთ მცდე­ლო­ბა, რომ ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში უსამ­შობ­ლო­ე­ბი ჩარ­თონ, აატ­რი­ა­ლონ და ქა­ოს­ში შე­იყ­ვა­ნონ ქვე­ყა­ნა და შემ­დეგ სა­კუ­თა­რი აგენ­ტუ­რა დას­ვან.

ხოშ­ტა­რია, ხა­ბე­იშ­ვი­ლე­ბი - ყვე­ლა­ნი ისე არი­ან მო­მარ­თუ­ლი და აფი­ნან­სე­ბენ იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა ქა­ოს­ში შე­იყ­ვა­ნონ და ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ისევ და­ძა­ბუ­ლო­ბის კე­რე­ბი შექ­მნან.

მივ­მარ­თავ ახალ­გაზ­რდე­ბის მშობ­ლებს - ნუ გა­მო­ა­ყე­ნე­ბი­ნებთ თავს ამ უსამ­შობ­ლო­ებს! ხომ ხე­დავთ, რა სუ­რა­თიც არის - თვი­თონ ჩირ­გვში არი­ან და ახალ­გაზ­რდე­ბი მი­აგ­დეს და მი­ა­ტო­ვეს“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ