Herbalife “დაბალანსებული კვების'' კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა | Allnews.Ge

Herbalife “დაბალანსებული კვების'' კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა

მნიშვნელოვანი წარმატება Herbalife-ის გლობალური დაარსებიდან 45-ე საიუბილეო წელს დაემთხვა.

Herbalife-მა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა პრესტიჟული ოქროს ბრენდის ჯილდო "დაბალანსებული კვების" კატეგორიაში. ეს გამარჯვება, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის ხანგრძლივ ერთგულებას ჯანსაღი ცხოვრების წესისა და დაბალანსებული კვების პოპულარიზაციის მიმართ საქართველოში.

ეს აღიარება Herbalife-ს განსაკუთრებით სიმბოლურ დროს ხვდა წილად - წელს კომპანია გლობალური მოღვაწეობის 45 წელს აღნიშნავს. საქართველოში კი, Herbalife-ის წარმოდგენიდან 14 წელი გავიდა. 2011 წლიდან, როდესაც Herbalife ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, ის ერთგულად ემსახურება საზოგადოებაში ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. კომპანია წარმატებით გახდა ამ სფეროს ერთ-ერთი წამყვანი მხარდამჭერი ქვეყანაში.

Herbalife-ის პროდუქტების პორტფელი აერთიანებს 30-ზე მეტ უმაღლესი ხარისხის, მეცნიერულად დადასტურებულ საკვებ პროდუქტს, რომლებიც მორგებულია მომხმარებლების საჭიროებებზე. ინოვაციური ხედვითა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომით, კომპანია განაგრძობს განვითარებას და პასუხობს მომხმარებელთა მზარდ მოთხოვნებს.

ეს უკანასკნელი აღიარება კიდევ უფრო ამყარებს Herbalife საქართველოს წარმატებულ საქმიანობას და ამდიდრებს მის პროფესიულ პორტფოლიოს. აღსანიშნავია, რომ უკვე მეოთხე წელია კომპანია „ოქროს ბრენდის“ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში. ასეთი თანმიმდევრული აღიარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კომპანიის ერთგულებას უზრუნველყოს მაღალი ხარისხის, მეცნიერებაზე დაფუძნებული კვებითი პროდუქტები და შექმნას მხარდამჭერი საზოგადოება დამოუკიდებელი პარტნიორებისთვის.

022a9465-1750238535.jpg

„ოქროს ბრენდის ჯილდოს მიღება - ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი აღიარებაა საქართველოს ბიზნეს საზოგადოებაში. რაც ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შესანიშნავი დასტურია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ჯილდოს მიღება ზედიზედ მეოთხედ და იმ წელს, როდესაც გლობალურად ვზეიმობთ 45 წლის, ხოლო საქართველოში 14 წლის იუბილეს.

მინდა ღრმა მადლიერება გამოვხატო ჩვენი დამოუკიდებელი პარტნიორების, მათი მომხმარებლების და თითოეული ადამიანის მიმართ, ვისაც წვლილი შეაქვს საქართველოში Herbalife-ის წარმატებაში. ეს ჯილდო გვაძლევს მოტივაციას რომ განვაგრძოთ საზოგადოების მხარდაჭერა და კიდევ უფრო მეტ ადამიანს შევუწყოთ ხელი ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებაში” - განაცხადა ირაკლი ჩაჩანიძემ, Herbalife-ის ბიზნესის განვითარების უფროსმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

2025 წელს Herbalife-მა განაგრძო პროდუქციის ხაზის გაფართოება და საქართველოში შემოიტანა Collagen Skin Booster, საკვები დანამატი მარწყვის და ლიმონის გემოთი, რომელიც შექმნილია კანის ჯანმრთელობის შინაგანი მხარდაჭერისთვის. ეს ახალი პროდუქტი ასახავს Herbalife-ის ჰოლისტურ მიდგომას კეთილდღეობის მიმართ და ამყარებს კავშირს სილამაზეს, კვებასა და ორგანიზმის საერთო კეთილდღეობას შორის.

პროდუქტის ხარისხი და უსაფრთხოება რჩება Herbalife-ის გლობალურ სტრატეგიულ პრიორიტეტად. ოთხი მსოფლიო დონის საწარმოო ობიექტსა და 18 ლაბორატორიაში, რომელთაგან რვა შექმნილია ექსკლუზიურად ხარისხის კონტროლისთვის, კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს 300,000-მდე შიდა ტესტს. ეს მკაცრი პროცედურები უზრუნველყოფს ინგრედიენტების სისუფთავეს, საკვების ხარისხს და შესანიშნავ გემოს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში.

Herbalife-ის გავლენა საქართველოში კვლავ იზრდება საზოგადოებაზე დაფუძნებული ველნეს ინიციატივების წყალობით. ადგილობრივი ჯანსაღი წესით ცხოვრების კლუბები ხელს უწყობენ ცნობიერების ამაღლებას დაბალანსებული კვებისა და აქტიური ცხოვრების შესახებ, ხოლო ეროვნული ღონისძიებები, როგორიცაა მაგალითისთვის თბილისის მარათონი, საოცარ გარემოს ქმნიან მოძრაობისა და მოტივაციისთვის.კომპანიის თანამშრომლობა ექსპერტთან, ჯგუფური ვარჯიშების ფიტნეს ტრენერ - ქრისტინე ბოკუჩავასთან, კიდევ უფრო აძლიერებს დაბალანსებული ცხოვრების იდეას და მის პოპულარიზაციას. 2025 წელს Herbalife-მა გააძლიერა ციფრული სივრცეები საქართველოში - ახალი ოფიციალური ანგარიშების გახსნით Instagram და TikTok პლატფორმებზე, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, კეთილდღეობის ფილოსოფია ფართო აუდიტორიამდე მიიტანოს.

022a9441-1750238558.jpg

Golden Brand Awards-ის შესახებ

2005 წელს დაარსებული Golden Brand Awards, საქართველოში ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს აღიარებაა, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც ქვეყნის "ბიზნეს ოსკარს". ჯილდო ენიჭებათ კომპანიებს, რომლებიც გამოირჩევიან ხარისხის, ინოვაციების და მომხმარებელთა კმაყოფილებისადმი მაღალი სტანდარტებით.

გამარჯვებულები შეირჩევიან სპეციალური კვლევის გზით, რომელშიც მონაწილეობენ ინდუსტრიის ექსპერტები, მეცნიერები და მომხმარებლები, რაც უზრუნველყოფს თითოეული ბრენდის მუშაობის სრულყოფილ შეფასებას.

Herbalife-ის შესახებ

Herbalife (NYSE: HLF) არის გლობალური ველნეს კომპანია, საზოგადოება და პლატფორმა, რომელიც 1980 წლიდან ცვლის ადამიანების ცხოვრებას და აწვდის მათ შესანიშნავ საკვებ პროდუქტებს, ხოლო დამოუკიდებელ პარტნიორებს აძლევს ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას. კომპანია სთავაზობს მომხმარებელს მაღალი ხარისხის, მეცნიერების მიერ შექმნილ პროდუქტებს, რომელიც 90-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. დამოუკიდებელი პარტნიორები ქმნიან მხარდაჭერ საზოგადოებას და უზრუნველყოფენ ინდივიდუალურ ქოუჩინგს თავიანთი მომხმარებლებისთვის, რათა შთააგონონ ისინი, დაიცვან ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესი, უკეთესი ცხოვრებისთვის.

(R)