ტრაგედია გორში - ვინ არის 16 წლის ახალგაზრდა, რომელიც მდინარე ლიახვში დაიხრჩო
გორის რაიონში 16 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო. შემთხვევა სოფელ თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გარდაცვლილი ლუკა დედანაშვილია.
თვითმხილველთა თქმით, 16 წლის მოზარდი მეგობრებთან ერთად მდინარეზე იმყოფებოდა, რა დროსაც ლიახვის დინებამ გაიტაცა და გამოსვლა ვეღარ შეძლო. გარდაცვლილის ოჯახი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილია და ამჟამად გორში ცხოვრობს.როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.