შორენა ბეგაშვილი, ქეთა თოფურია, დევიდ ბექჰემი და სხვები "ლაბუბუს" თოჯინებით - რა ღირს მოდური აქსესუარი და რატომ გახდა მსოფლიოში ასეთი პოპულარული | Allnews.Ge

შორენა ბეგაშვილი, ქეთა თოფურია, დევიდ ბექჰემი და სხვები "ლაბუბუს" თოჯინებით - რა ღირს მოდური აქსესუარი და რატომ გახდა მსოფლიოში ასეთი პოპულარული

ის, რაც Pop Mart-მა ლა­ბუ­ბუს წყა­ლო­ბით 2019 წელს და­ი­წყო, 2025-ში კულ­ტუ­რულ მოძ­რა­ო­ბად იქცა. ლა­ბუ­ბუს თო­ჯი­ნე­ბი პირ­ვე­ლად 2019 წელს გა­მოჩ­ნდნენ ბა­ზარ­ზე, მაგ­რამ მათი ნამ­დვი­ლი დი­დე­ბა 2025 წლი­დან და­ი­წყო - ისი­ნი ვირუ­სუ­ლად დაბ­რუნ­დნენ მა­ღა­ზი­ის ვიტ­რი­ნებ­ში. უცხო­უ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად ლა­ბუ­ბუს ახალ პარ­ტი­ებ­ზე რი­გე­ბი დი­ლის 3 სა­ათ­ზე იწყე­ბა. ეს უკვე გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე სა­თა­მა­შო - ეს კულ­ტუ­რუ­ლი ფე­ნო­მე­ნია.

მარ­კე­ტინ­გუ­ლი გე­ნი­ა­ლუ­რო­ბა

Pop Mart-მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყე­ნა ძვე­ლი ტაქ­ტი­კე­ბი ახალ დრო­ში. ლა­ბუ­ბუს თო­ჯი­ნე­ბი ყუ­თებ­ში იყი­დე­ბა და შენ არ იცი, რო­მელ ლა­ბუ­ბუს ფი­გუ­რას მი­ი­ღებ. ეს ლა­ტა­რი­ის ეფექ­ტი ზრდის მო­ტი­ვა­ცი­ას და ამ­ძაფ­რებს შე­ძე­ნის სურ­ვილს. ყვე­ლა­ფე­რი გა­მიზ­ნუ­ლია იმა­ზე, რომ უბ­რა­ლო ყუ­თის გახ­სნა პა­ტა­რა თავ­გა­და­სავ­ლე­ბად აქ­ცი­ოს.

1706x1280-0xb3n4qk9e-1461063455698969589-42342-1749793210.jpg

შო­რე­ნას ბე­გაშ­ვი­ლის ლა­ბუ­ბუ­ე­ბი

ამას­თან, Pop Mart-მა ხე­ლახ­ლა შექ­მნა უკვე გა­მოც­დი­ლი Beanie Babies-ის სტრა­ტე­გია - უშ­ვებს ათო­ბით ვა­რი­ანტს, მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით და დრო­ე­ბი­თი წარ­მო­ე­ბით. შე­დე­გად, ლა­ბუ­ბუ გა­და­იქ­ცა კო­ლექ­ცი­ო­ნე­რულ ობი­ექ­ტად, რომ­ლის იშ­ვი­ა­თი ფი­გუ­რე­ბი eBay-ზე 300 დო­ლა­რი­დან იწყე­ბა და 1,500-მდე ადის.

რო­გორ შე­იქ­მნა ლა­ბუ­ბუ

ლა­ბუ­ბუს ვი­ზუ­ა­ლი ჰონგკონ­გე­ლი არ­ტის­ტის, კა­სინგ ლან­გის იდე­აა, რო­მე­ლიც ნი­დერ­ლან­დებ­ში გა­ი­ზარ­და. მისი შთა­გო­ნე­ბა ჩრდი­ლო­ე­თის მი­თო­ლო­გია და ილუსტრი­რე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის სე­რია იყო. თო­ჯი­ნე­ბი ჰიბ­რი­დულ სტილ­შია შექ­მნი­ლი - ბეწ­ვი­სა და ვი­ნი­ლის ნა­ზა­ვი, რომ­ლე­ბიც ერ­თდრო­უ­ლად ფა­ფუ­კი­ცაა და ოდ­ნავ სა­ში­შიც.

ლა­ბუ­ბუს ფე­ნო­მე­ნი ბავ­შვებ­ზე კი არა, მოზ­რდი­ლებ­ზეა გათ­ვლი­ლი. თო­ჯი­ნა იქცა მო­დურ აქ­სე­სუ­ა­რად – ხელ­ჩან­თებ­ზე და­კი­დე­ბუ­ლი პა­ტა­რა ტო­ტე­მით, რო­მე­ლიც ჩვენს ემო­ცი­ებს გა­მო­ხა­ტავს. იხილეთ სრულად