რა უთხრა მერაბ დვალიშვილმა დონალდ ტრამპს? - ქართველი ჩემპიონის პირველი კომენტარი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ
UFC-ის ჩემპიონი ქვემსუბუქ წონაში, მერაბ დვალიშვილი საქართველოში დაბრუნდა. მას თან ახლავს ცნობილი მოდელი, ინფლუენსერი ნინა დრამა და სხვა მეგობრები.
მერაბმა აეროპორტში პირველი კომენტარი გააკეთა და ისაუბრა იმის შესახებ თუ რა უთხრა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბრძოლის მოგების შემდეგ.
"რა თქმა უნდა, რამდენიმე სიტყვა ვუთხარი, - დეტალურად არ ვიტყვი, ინგლისურად იყო, მაგრამ - ვახსენე საქართველო. ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა დავუდასტურე,
მითხრა კარგი ბრძოლა იყოო, მოეწონა ჩემი ბრძოლა... ძალიან მცირე საუბრით შემოვიფარგლეთ, მაგრამ ჩავატიეთ ერთმანეთის პატივისცემა“, - აღნიშნა დვალიშვილმა.