მკვლელობა მეგობრის ხელით: რა მოხდა მეჯვრისხევში - "სახლიდან მოიტანა იარაღი და პირდაპირ დამიზნებით ესროლა ვიტალის"
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეჯვრისხევში მომხდარი მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. უმძიმესი დანაშაული გუშინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი, 46 წლის ვიტალი ჯოჯიშვილი ბავშვობის მეგობარმა, 46 წლის გიორგი ტერაშვილმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.
მომხდარზე ინფორმაცია შს სამინისტრომ უკვე გაავრცელა. უწყების ცნობით, დამნაშავე დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ადგილობრივების თქმით, ორივე მამაკაცი დევნილია და ისინი წლებია მეჯვრისხევში ცხოვრობენ.
"მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ტერაშვილია. მან სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა თავისი თანაკლასელი და მეგობარი, 46 წლის ვიტალი ჯოჯიშვილი. ორივე დევნილები არიან ლიახვის ხეობიდან. ვიცნობ წლებია. 2008 წელს გიორგი ტერაშვილმა ჩვენს სოფელში, მეჯვრისხევში სახელმწიფო პროგრამით იყიდა კერძო სახლი. დევნილებს რომ აძლევენ ფულს ამ გზით იყიდა და დასახლდა. მერე მეზობლად თავის მეგობარს, ვიტალი ჯოჯიშვილსაც აყიდინა სახლი. სულ ერთად იყვნენ, ერთად დადიოდნენ და მეგობრობდნენ. რა მოხდა წუხელ მათ შორის და რატომ გაიმეტა მოსაკლავად მეგობარი, ვერ გეტყვით. დიდი ხნის კონფლიქტი მათ შორის არ იქნებოდა, რადგან სულ ერთად იყვნენ ხოლმე. როგორც ვიცი, მეგობრები და კლასელები არიან. აქაც სოფელში ახლო ახლოს ცხოვრობდნენ. გუშინ ღამე მომხდარა კონფლიქტი მათ შორის..წაიკითხეთ სრულად