შსს-ს აკადემიის პრორექტორობიდან ამერიკის ელჩობამდე - რა არის ცნობილი თამარ ტალიაშვილის ოჯახზე, კარიერასა და შთამბეჭდავ ქონებაზე | Allnews.Ge

შსს-ს აკადემიის პრორექტორობიდან ამერიკის ელჩობამდე - რა არის ცნობილი თამარ ტალიაშვილის ოჯახზე, კარიერასა და შთამბეჭდავ ქონებაზე

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე თა­მარ ტა­ლი­აშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა წა­რუდ­გი­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა, რო­მელ­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე აწერს ხელს, უკვე გა­მოქ­ვეყ­ნდა. თა­მარ ტა­ლი­აშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა 2025 წლის 10 ივ­ლი­სი­დან უნდა და­ი­კა­ვოს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა მოჰ­ყვე­ბა კი­დევ ერთ გან­კარ­გუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც 9 ივ­ნი­სით თა­რიღ­დე­ბა. ამ დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე მი­მარ­თავს მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილს წი­ნა­და­დე­ბით, რომ 10 ივ­ლი­სი­დან თა­მარ ტა­ლი­აშ­ვი­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ევ­რო­პის საბ­ჭოს­თან სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან.

a4285e6c-e687-4348-9460-af2993cc5d7a-39788-1749554102.jpg

თა­მარ ტა­ლი­აშ­ვი­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა:

თა­მარ ტა­ლი­აშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, დიპ­ლო­მა­ტი და იუ­რი­დი­უ­ლი სფე­როს ექ­სპერ­ტია. მისი კა­რი­ე­რუ­ლი გზა მო­ი­ცავს რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ზი­ცი­ებს:

ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა: იყო თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი და გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე (2014-2017). 2017 წლი­დან ეკა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა.სა­ერ­თა­შო­რი­სო დონე: 2018 წლი­დან არის ევ­რო­პის საბ­ჭოს ად­გი­ლობ­რივ და რე­გი­ო­ნულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­თა კონ­გრე­სის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი.

სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა: 2020-2022 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი­დან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“. ამ პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და ევ­რო­პის საბ­ჭო­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე.დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კა­რი­ე­რა: 2022 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ი­ნიშ­ნა ევ­რო­პის საბ­ჭო­ში სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მივ წარ­მო­მად­გენ­ლად სტრას­ბურ­გში.

გა­ნათ­ლე­ბა და აკა­დე­მი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა:

თა­მარ ტა­ლი­აშ­ვი­ლი და­ი­ბა­და თბი­ლის­ში, 1978 წლის 13 დე­კემ­ბერს. 2000 წელს წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი. სა­დოქ­ტო­რო კვლე­ვებს გერ­მა­ნი­ა­სა და და­ნი­ა­ში ატა­რებ­და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით (Max-Planck/Europa Institut), სა­დაც მო­ი­პო­ვა სტი­პენ­დი­ე­ბი და ჯილ­დო­ე­ბი. ტა­ლი­აშ­ვი­ლის დედა ცნო­ბი­ლი ექი­მი ნევ­რო­ლო­გი ცისა ჯო­ხა­ძეა, მამა, ალექ­სან­დრე ტა­ლი­აშ­ვი­ლი იუს­ტი­ცი­ის გე­ნე­რა­ლი, დოქ­ტო­რი და პრო­ფე­სო­რი იყო. იხილეთ სრულად