"რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?!" - რას აცხადებს ირაკლი ზარქუა? | Allnews.Ge

"რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?!" - რას აცხადებს ირაკლი ზარქუა?

რა სი­გი­ჟეა, ვის რაში სჭირ­დე­ბა ან ბო­კუ­ჩა­ვა, ან მისი მე­უღ­ლე?! - თვი­თონ მე­უღ­ლე გა­მო­ვი­დეს და თქვას, რა და რო­გორ იყო, - ამის შე­სა­ხებ დი­ას­პო­რის სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ კოტე იო­სე­ლი­ან­მა უტა ივა­ნიშ­ვი­ლი­სად­მი წლე­ბის წინ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო, ბო­დი­ში მო­ი­ხა­და."მე მგო­ნია, რომ ეს არის გარ­კვე­უ­ლი მცდე­ლო­ბა, ისევ რა­ღაც და­ძა­ბუ­ლო­ბა შე­მო­ი­ტა­ნონ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ. „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ აღა­რა­ვის ახ­სოვს, და­ნარ­ჩენ­მა „ლუ­ზე­რებ­მა" ითა­ვეს ლი­დე­რო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ახლა ახა­ლი თემა გა­მო­ა­გო­რეს. ვის რაში სჭირ­დე­ბა ან ბო­კუ­ჩა­ვა, ან მისი მე­უღ­ლე? ან რა სი­გი­ჟეა ახლა. თუ რამე თემა არის, აგერ არის პრო­კუ­რა­ტუ­რა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლი. თვი­თონ მე­უღ­ლე გა­მო­ვი­დეს და თქვას, რა და რო­გორ იყო. მე არ ვიცი ეს, მაგ­რამ ის, რომ გა­მო­ვი­და და აღი­ა­რა, ბო­დი­ში მო­ი­ხა­და, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია.

მე ყვე­ლას ვურ­ჩევ­დი, მათ შო­რის, ჩემ­ზეც ათა­სი სი­გი­ჟე გა­ავ­რცე­ლეს, კარ­გი იქ­ნე­ბა ერთხელ და­ფიქ­რდეთ თქვენს ნათ­ქვამ­ზე, იქ­ნებ ამით ვი­ღა­ცას გულს სტკენთ. ჩემ­თვის ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სოა თქვენ რას იტყვით, იმი­ტომ რომ ჩემ­თვის ყვე­ლა­ნი ხართ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან, რათა ქა­ო­სი და არე­უ­ლო­ბა შე­მო­ი­ტა­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მაგ­რამ არი­ან მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, იქ­ნებ გულს სტკენთ ამ თქვე­ნი და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი, უარ­გუ­მენ­ტო ბრალ­დე­ბე­ბით?! ამ ბიჭ­მა თუ ბო­დი­ში მო­ი­ხა­და მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, სწო­რია და კარ­გი საქ­ცი­ე­ლია მისი მხრი­დან, და­ნარ­ჩენს პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ი­ძი­ებს," - გა­ნა­ცხა­და ზარ­ქუ­ამ.

ცნო­ბის­თვის, „ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დერ­მა თინა ბო­კუ­ჩა­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ მის მე­უღ­ლეს, კოტე იო­სე­ლი­ანს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სა­დარ­ბა­ზოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 5 ნიღ­ბი­ა­ნი პირი ჩა­უ­საფ­რდა, თავს და­ესხნენ და გა­ი­ტა­ცეს. ამის შე­სა­ხებ ბო­კუ­ჩა­ვამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მისი მე­უღ­ლის მიერ ვი­დე­ოს ჩა­წე­რას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც ის უტა ივა­ნიშ­ვილს ბო­დიშს უხ­დის. მი­სი­ვე თქმით, გამ­ტა­ცებ­ლე­ბი, მის მე­უღ­ლე­ზე 8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ და ემუქ­რე­ბოდ­ნენ ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბით