"ბევრმა მკითხა, მართლა მიხდის თუ არა თემურ ჭყონია 30 000-ს... არცერთი თეთრი, ხელფასის გარდა, ჩემს ანგარიშზე არავის ჩაურიცხავს" - რას წერენ ჟურნალისტები მათზე გავრცელებულ ინფორმაციაზე
ბოლო დღეებში მმართველ გუნდთან ასოცირებულმა მედიაპლატფორმა POSTV-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ბრალდებები, რომლებიც ერთდროულად TV პირველის რამდენიმე ჟურნალისტს შეეხო. საუბარი დებ ნანუკა და ნატა ქაჯაიებზე, ასევე მარიამ გაფრინდაშვილზე.
POSTV-ის მიერ გავრცელებულ ქარდებზე მითითებულია, თითქოს ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ აღნიშნულ პირებს "დასასვენებელი პაკეტები აჩუქა" და ხელფასებს მეგობრულად უხდის. ჟურნალისტებმა ამ ბრალდებებს სოციალურ ქსელში უპასუხეს, აღნიშნული ინფორმაციის დეზინფორმაციული ხასიათის უწოდეს და მორიგ პროპაგანდისტულ კამპანიად შეაფასეს.
POSTV-ის ქარდები და ბრალდებები
პირველ ქარდზე ვკითხულობთ, რომ "თემურ ჭყონია ოპოზიციის პროპაგანდისტებს - დებ ქაჯაიას და მარიამ გაფრინდაშვილს ქობულეთის სასტუმროს დასასვენებელი პაკეტი აჩუქა“. მოგვიანებით POSTV-მ მეორე ქარდიც გამოაქვეყნა, რომელშიც ჭყონიას კომენტარს ასახავენ: ბიზნესმენის თქმით, ჟურნალისტ ნატა და ნანუკა ქაჯაიებს, ასევე მარიამ გაფრინდაშვილს, ხელფასს „მეგობრულად უხდის“.
ჟურნალისტების პასუხები
ნანუკა ქაჯაია Postv-ის ბრალდებებს "ბინძურ მეთოდებს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია სრული ტყუილია.
"როდესაც უკანონოდ დაკავებული 50-ზე მეტი პოლიტიკური ტყვე გვყავს, როდესაც მათ “სასამართლო” პროცესებს არც კი აშუქებენ და პირიქით — შავ ფერში ხატავენ, ცოტა მეუხერხულება, რომ ამ თემაზე ვწერ… მაგრამ მაინც. ეს ყველაფერი ტყუილია და მიზანმიმართული პროპაგანდაა, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერაც კი გავრცელდა - ისე, რომ არც კი უკითხავთ.“ იხილეთ სრულად