„სიკვდილი იაფად!“ - რას წერს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე? | Allnews.Ge

„სიკვდილი იაფად!“ - რას წერს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე?

„სიკვდილი იაფად! ეს ძალიან საწყალი გარეგნობისა სანდოობის ასპროცენტიანი ვიზუალით ქუჩაში მდგარი, ასაკოვანი ქალბატონის ძროხის რძეა, დიღმის მასივში. ვუთხარი, რომ ჩემი შვილის სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, არაპასტერიზებული რძით დამზადებული ყველი უნდა ყოფილიყო და ეს მე, ყველაზე ამბიციურ მეყველეს, გამომეპარა“, - წერს სოციალურ ქსელში ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე და ფოტოს ავრცელებს.

„სიკვდილი იაფად! ეს ძალიან საწყალი გარეგნობის და სანდოობის ასპროცენტიანი ვიზუალით ქუჩაში მდგარი, ასაკოვანი ქალბატონის ძროხის რძეა დიღმის მასივში.

ასეთს, მთელ მე-4 მე-5 მე-6 კვარტალში უამრავს ნახავთ, ასხია მეორად ნაირ-ნაირ ბოთლებში: ბორჯომი, კოკა კოლა და ა.შ.

გავჩერდი რომ ამეხსნა: სულ რომ გუშინ აღებული ჰქონდეს ვეტრინარის ცნობა და ხელი დაქლორილი წველისას და ცური ცხრაგზის გამობანილი, ამ ბოთლებში ჩამოსხმა კატეგორიულად არ შეიძლება.

როგორც არ უნდა გამორეცხოს ცარიელი „პლასტმასის“ ბოთლი სინათლეში მოხვედრილი უკვე ტოქსიკურია - მინიმუმ, ერთჯერად თვითმოხუფვად ბოთლებში უნდა ჩამოასხას!

ვურჩიე, ავუხსენი. მიყვირა, მეჩხუბა, მწყევლა… მაინც გავაგრძელე ახსნა და მეტიც - ვუთხარი, რომ ჩემი შვილის სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ (დათესვის მერე ფილტვში სტაფილოკოკია) არაპასტერიზებული რძით დამზადებული ყველი უნდა ყოფილიყო და ეს მე, ყველაზე ამბიციურ მეყველეს, გამომეპარა…

ეს, ცხდია, ვარაუდია და ბოლომდე მივიყვან ამ ლაბორატორიულ გამოძიებას. ღმერთმა ნუ ქნას, ეს დადასტურდეს.

მყიდველებს ვურჩიე, რაკიღა ასეთ მდგომარეობაში ყიდულობენ, მხოლოდ იმიტომ, რომ იაფია, აადუღონ, გააცივონ და ისევ წამოადუღონ.

იაფიაო, რა ღირს, ქალბატონებო და ბატონებო, თქვენი სიცოცხლე???? ვალდებული ვარ, ჩემი კომპეტენციის და პასუხისმგებლობის ფარგლებში, დავიცვა თქვენი და თქვენი შვილების სიცოცხლე...

მოუყევით ამის შესახებ ერთმანეთს და გახსოვდეთ, ძროხა, თხა - ბიოლოგიური ქალია, მდედრია და მას ყველა დაავადება შეიძლება აღმოაჩნდეს... მათ შორის, ფარული მასტიტიც, რაც ბრუცელიოზზე უარესია. ფიცილი რომ საკუთარ შვილიშვილებს ასმევენ , სრულიად უადგილია.

ქუჩაში ნაყიდი რძე აადუღეთ და გააცივეთ და მერე ისევ მიიყვანეთ დუღილამდე.

არ მიწყინოთ... მაქვს საკმარისი ცოდნა და, აგერ, უკვე სასიკვდლო გამოცდილება“, - წერს მიქაძე.