"ობლად გაზარდა დედამ... გაჭირვებულებს მთელი ცხოვრება ხელს უმართავდა" - ცნობილია სანზონაში მოკლული მამაკაცის ვინაობა: რა დეტალები ხდება ცნობილი | Allnews.Ge

"ობლად გაზარდა დედამ... გაჭირვებულებს მთელი ცხოვრება ხელს უმართავდა" - ცნობილია სანზონაში მოკლული მამაკაცის ვინაობა: რა დეტალები ხდება ცნობილი

თბი­ლის­ში, გუ­შინ მომ­ხდა­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა სის­ხლისღვრით დას­რულ­და. ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სამი ადა­მი­ა­ნი დაჭ­რეს, სამ­წუ­ხა­როდ ერთი მათ­გა­ნი კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. მოკ­ლუ­ლი 42 წლის რა­მაზ რო­გა­ვაა.

ის ზუგ­დი­დე­ლია, თუმ­ცა წლე­ბია თბი­ლის­ში ცხოვ­რობს და აქ მუ­შა­ობ­და. შემ­თხვე­ვა მეტ­რო­სად­გურ „ღრმა­ღე­ლეს“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ამ­ბო­ბენ, დამ­ნა­შა­ვე შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა, მაგ­რამ ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს."რა­მა­ზი ერ­ქვა, მაგ­რამ ყვე­ლა ალი­კას ვე­ძახ­დით. 42 წლის იყო, ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდა. ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებ­ზე. ერთი რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სა­ნი ბიჭი იყო, ფი­ზი­კუ­რად შრო­მობ­და. ობ­ლად გაზ­რდი­ლე­ბი არი­ან ის და მისი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ბედ­მა იგი­ვე წრე­ზე იარა, მა­საც დარ­ჩა ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ვერ ეუბ­ნე­ბი­ან საყ­ვა­რე­ლი მა­მის მკვლე­ლო­ბის ამ­ბავს.

უბ­რა­ლოდ ვერ ამიხ­სნია რა­ტომ უნდა მო­ეკ­ლათ, ერთი ნამ­დვი­ლად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ის ჩხუბს არ და­ი­წყე­ბა და მისი მი­ზე­ზით არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ მოხ­დე­ბო­და. ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­ში მე­რე­ვა, სი­ტყვებს თავს ვერ ვუყ­რი, ისე გან­ვიც­დი ამ ამ­ბავს. გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ხელს უმარ­თავ­და, არა­ვის მი­ა­ყე­ნებ­და შე­უ­რა­ცხყო­ფას, შე­ლა­პა­რა­კე­ბის მი­ზე­ზი თვი­თონ არ იქ­ნე­ბო­და. არ ვიცი ასე რა­ტომ გა­ი­მე­ტეს და ვინ გა­ი­მე­ტა. რო­გორც ვიცი, დამ­ნა­შა­ვე­საც არ იც­ნობ­და. არც სხვა დაჭ­რი­ლებ­ზე მაქვს ინ­ფორ­მა­ცია...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად