"ფეხბურთი ჩემი საქმეა, მაგრამ ჩემი ძალა მოდის ოჯახიდან..." - დღეს გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებიდან გააცილეს: საფეხბურთო გზა, ოჯახი და ბოლო მატჩი ნაკრებში | Allnews.Ge

"ფეხბურთი ჩემი საქმეა, მაგრამ ჩემი ძალა მოდის ოჯახიდან..." - დღეს გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებიდან გააცილეს: საფეხბურთო გზა, ოჯახი და ბოლო მატჩი ნაკრებში

გი­ორ­გი ლო­რი­ამ სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა. მან ბოლო თა­მა­ში კა­პიტ­ნის სამ­კლა­ვუ­რით, ფარ­ე­რებ­თან ჩა­ა­ტა­რა. ამ­ხა­ნა­გურ მატჩში ჩვენ­მა ნაკ­რებ­მა გა­ი­მარ­ჯვა. ბოლო წუ­თებ­ზე შეც­ვლი­ლი მე­კა­რე ფეხ­ზე ამ­დგარ­მა გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა ოვა­ცი­ე­ბით გა­ა­ცი­ლა მო­ედ­ნი­დან და ნაკ­რე­ბი­დან...

გი­ორ­გი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ღირ­სე­ბას 2008 წლი­დან იცავ­და. პირ­ვე­ლად ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რით 2008 წლის 27 მა­ისს, ეს­ტო­ნე­თის ეროვ­ნულ ნაკ­რებ­თან ამ­ხა­ნა­გუ­რი შეხ­ვედ­რა ჩა­ა­ტა­რა. სულ "ჯვა­როს­ნე­ბის“ ფორ­მა 79-ჯერ მო­ირ­გო - ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით ქარ­თველ მე­კა­რე­ებ­ში პირ­ვე­ლია, ვინც ნაკ­რებ­ში ამ­დე­ნი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა. არის 2024 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­ნა­წი­ლე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში.

გა­დავ­ხე­დოთ მე­კა­რის გზასგი­ორ­გი ლო­რია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი და სტა­ბი­ლუ­რი მე­კა­რეა სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში. მან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­და­დე­ბით იას­პა­რე­ზა რო­გორც საკ­ლუ­ბო დო­ნე­ზე.

ბავ­შვო­ბა და ად­რე­უ­ლი წლე­ბი გი­ორ­გი ლო­რია და­ი­ბა­და 1986 წლის 27 იან­ვარს თბი­ლის­ში. ფეხ­ბურ­თი­სად­მი ინ­ტე­რე­სი ბავ­შვო­ბი­დან­ვე გა­მო­ავ­ლი­ნა.

"მე­კა­რე­ო­ბა ჩემ­თვის ბავ­შვო­ბი­დან­ვე იყო ბუ­ნებ­რი­ვი არ­ჩე­ვა­ნი - მომ­წონ­და, როცა თა­მა­შის ბედი ჩემი ერთ-ერთი მოქ­მე­დე­ბით წყდე­ბო­და", – ამ­ბობს ლო­რია ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

loria56-50715-1749188980.jpg

კა­რი­ე­რის და­სა­წყი­სი

ლო­რი­ას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კა­რი­ე­რა თბი­ლი­სის დი­ნა­მო­ში და­ი­წყო.

17 წლის ასაკ­ში თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს“ აკა­დე­მი­ა­ში გა­და­ვი­და, სა­ი­და­ნაც მთა­ვარ გუნდში პირ­ვე­ლად 2005 წელს ითა­მა­შა.

"დი­ნა­მო­ში“ გა­ტა­რე­ბუ­ლი ზე­დი­ზედ ცხრა სე­ზო­ნის შემ­დეგ, კლუ­ბი 2014 წლის ივ­ლის­ში და­ტო­ვა და თა­მა­ში ბერ­ძნულ "ოფი კრე­ტა­ში“ გა­ნაგ­რძო.

"დი­ნა­მო­ში თა­მა­შით ვის­წავ­ლე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. იქი­დან და­ი­წყო ჩემი დიდი გზა ფეხ­ბურთში", - იხ­სე­ნებს გი­ორ­გი. იხილეთ სრულად