"ბავშვს გაუღვიძია, მამასთვის უთქვამს წყალი მინდაო, უცებ ისე დამძიმდა, ვერაფერი მოასწრეს" - ტრაგედია სამტრედიაშია: 4 წლის გოგონა მოულოდნელად გარდაიცვალა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია | Allnews.Ge

"ბავშვს გაუღვიძია, მამასთვის უთქვამს წყალი მინდაო, უცებ ისე დამძიმდა, ვერაფერი მოასწრეს" - ტრაგედია სამტრედიაშია: 4 წლის გოგონა მოულოდნელად გარდაიცვალა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია

ტრა­გე­დია მოხ­და სამ­ტრე­დი­ა­ში, სა­დაც 4 წლის ლილე დგვე­ფა­ძე მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. ამ უმ­ძი­მეს ფაქტს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ და ვერ ამ­ბო­ბენ რა გახ­და ამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი.

გო­გო­ნა სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, დაბა კუ­ლაშ­ში ცხოვ­რობ­და და რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ამ­ბობს, ამ დი­ლით ხელ­ში ჩა­აკ­ვდა მშობ­ლებს.

ყვე­ლა­ფე­რი ისე უცებ დატ­რი­ალ­და, რომ პა­ტა­რას სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ ვერ მო­უს­წრო.

"ამ დი­ლით მოხ­და ეს სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტი. მი­ზე­ზი არ ვიცი. ბავ­შვს რამ­დე­ნი­მე თვის წინ რა­ღაც ოპე­რა­ცია ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია. ზუს­ტად არ ვიცი, რა ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და. დღეს დი­ლით ბავ­შვი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა სახ­ლში. არ ვიცი რა ვთქვა, სა­ში­ნე­ლე­ბა დატ­რი­ალ­და, ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ჰყავ­დათ, მალე 5 წლის გახ­დე­ბო­და. მარ­თლა სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და. რო­გო­რი საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვი იყო ლილე, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის ტო­ლია და რამ­დენ­ჯერ ქუ­ჩა­ში ვნა­ხავ­დი, ვე­ფე­რე­ბო­დი. ახ­ლოს ცხოვ­რო­ბენ ჩემს სახ­ლთან, მაგ­რამ ისე გან­ვი­ცა­დე ეს ამ­ბა­ვი, ჯერ მათ სახ­ლში სამ­ძი­მარ­ზე ვერ შე­ვე­დი.

ჩემი მე­ზობ­ლე­ბი არი­ან, ჩვენ­თან გაზ­რდი­ლია მა­მა­მი­სი, მისი ბა­ბუა ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. მი­ჭირს იქ მის­ვლა, რო­გორ ვუ­თხრა სამ­ძი­მა­რი. სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს..." - გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა