"მისი ცხოვრების არევას არ ვაპირებ... მეშინია, რომ ერთ დღეს ჩემი ძმისშვილი შეიძლება ჩემს შვილს შეხვდეს" - ნანუკა გულუა წლების წინ გაშვილებულ ძმას ეძებს | Allnews.Ge

"მისი ცხოვრების არევას არ ვაპირებ... მეშინია, რომ ერთ დღეს ჩემი ძმისშვილი შეიძლება ჩემს შვილს შეხვდეს" - ნანუკა გულუა წლების წინ გაშვილებულ ძმას ეძებს

მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა გუ­ლუა გა­და­ცე­მა­ში "სიც­რუ­ის დე­ტექ­ტო­რი" გულ­წრფე­ლად სა­უბ­რობს პი­რად დრა­მა­ზე, რო­მე­ლიც წლე­ბია, არ ას­ვე­ნებს;

ის ეძებს გაშ­ვი­ლე­ბულ ძმას, რომ­ლის პოვ­ნა­შიც, მისი თქმით, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად უშ­ლი­ან ხელს."ეს თემა ჩემი ყო­ველ­წა­მი­ე­რი სა­ფიქ­რა­ლი და სატ­კი­ვა­რია; უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­აა. მა­მა­ჩე­მი მა­შინ მხო­ლოდ 18 წლის იყო, ის ქალ­ბა­ტო­ნიც – და­ახ­ლო­ე­ბით 17–18-ის. მათ ზუგ­დიდ­ში შვი­ლი ეყო­ლათ, თუმ­ცა არ შე­უღ­ლე­ბი­ან. ბავ­შვი ქა­ლის დე­დამ გა­აშ­ვი­ლა. ეს ქალ­ბა­ტო­ნი ქარ­თვე­ლი არ არის. არა­ვის ცხოვ­რე­ბის არე­ვა არ მინ­და, მაგ­რამ მა­მა­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ძა­ლი­ან მძი­მედ მხდის ის ფაქ­ტი, რომ სა­დღაც და­დის მისი შვი­ლი – ჩემი ძმა – და შე­საძ­ლოა, მე მას შემ­ხვდე, თუმ­ცა ვერ ვიც­ნო“, – ამ­ბობს გუ­ლუა.

მი­სი­ვე თქმით, ეს არა მხო­ლოდ პი­რა­დი დრა­მაა, არა­მედ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი რე­ა­ლო­ბაც, რად­გან პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში უე­ცა­რი და ტრა­გი­კუ­ლი გა­დაკ­ვე­თის სა­შიშ­რო­ე­ბაა:"სამი დები ვართ, ყვე­ლას სხვა­დას­ხვა ასა­კის შვი­ლი გვყავს. მე­ში­ნია, რომ ერთ დღეს ჩემი ძმის­შვი­ლი შე­იძ­ლე­ბა ჩემს შვილს შეხ­ვდეს ან ჩემს დის­შვილს – და არც ერ­თმა არ იცო­დეს, ვინ ვინ არის. ამი­ტომ, უნდა ვი­ცო­დე, ვინ არის ჩემი ძმა. ეს არის ჩემი ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი. არც მისი ცხოვ­რე­ბის არე­ვას ვა­პი­რებ“.

გუ­ლუა ამ­ბობს, რომ ამ ამ­ბის ერ­თა­დერ­თი ცო­ცხა­ლი მოწ­მე სწო­რედ ძმის დე­დაა:

"ამ ქალ­ბა­ტო­ნის მეს­მის – ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია აქვს, რო­მე­ლიც და­ი­ვი­წყა; ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო, შვი­ლე­ბიც ჰყავს. სა­ვა­რა­უ­დოდ, მას პირ­ვე­ლი შვი­ლის გაშ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ არც კი უკი­თხავთ. მას­თან ვერ მივ­დი­ვარ – არ მიშ­ვებს; მე­უბ­ნე­ბა, რომ არ სურს, სი­ბე­რე აი­რი­ოს. მეც არ მინ­და, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი რამ მინ­და – შე­ვე­ვედ­რო, მი­თხრას, რამ­დე­ნი წლი­საა ჩემი ძმა და სად გა­აშ­ვი­ლეს“.

ძმის ძი­ე­ბას არ­თუ­ლებს ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან წა­იყ­ვა­ნეს და რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ გა­აშ­ვი­ლეს – კლი­ნი­კი­დან არ გა­უშ­ვი­ლე­ბი­ათ, რაც საქ­მეს ამ­ძი­მებს, რად­გან დო­კუ­მენ­ტებ­ზე კვა­ლის მი­ყო­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"ძა­ლი­ან მი­ჭირს. თან არ მინ­და, ის სა­ძი­ე­ბო მე­ქა­ნიზ­მი ჩავ­რთო, რო­მე­ლიც დედა–შვი­ლებს ერ­თმა­ნე­თის პოვ­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა. გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი გა­ვი­კე­თე, მაგ­რამ ჩემს ძმას – არ აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა, მან სა­ერ­თოდ არ იცის, რომ გაშ­ვი­ლე­ბუ­ლია“.

ნა­ნუ­კა გუ­ლუ­ას თქმით, უკვე მე­ექ­ვსე წე­ლია, რაც მა­მა­მი­სი გარ­და­იც­ვა­ლა. ძი­ე­ბა კი სწო­რედ ამ ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნის შემ­დეგ და­ი­წყო:"რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, ძებ­ნა და­ვი­წყე. ქალ­ბა­ტო­ნის ვი­ნა­ო­ბა და დე­ტა­ლე­ბი მისი მე­ზობ­ლე­ბის­გან მი­ვი­ღე. მა­მა­ჩე­მი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, პე­რი­ო­დუ­ლად, ამ უბან­ში და­დი­ო­და და ყვე­ლას სთა­ვა­ზობ­და სიყ­ვა­რულს, თან­ხას, სით­ბოს – ოღონდ ეთ­ქვათ, სად გა­აშ­ვი­ლეს მისი შვი­ლი. მე და მა­მა­ჩემს ამ თე­მა­ზე არას­დროს გვი­სა­უბ­რია; მხო­ლოდ ყურ­მოკ­რუ­ლად ვი­ცო­დით რა­ღაც. მაგ­რამ, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ყვე­ლამ ის დე­ტა­ლე­ბი მი­თხრა, რაც იცო­და. ძი­ე­ბა და­ვი­წყე, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით უშე­დე­გოდ“. იხილეთ სრულად