"ზაზა ფაჩულია ჯიგარია, კარგი კალათბურთელია, მაგრამ… ამ ერთმა სპორტსმენმა ხომ გადაჭამა ქალაქი, ახლა კიდევ ფაჩულია გვინდა?" - ხუხაშვილი | Allnews.Ge

"ზაზა ფაჩულია ჯიგარია, კარგი კალათბურთელია, მაგრამ… ამ ერთმა სპორტსმენმა ხომ გადაჭამა ქალაქი, ახლა კიდევ ფაჩულია გვინდა?" - ხუხაშვილი

ოპო­ზი­ცია რომ ამ­ბობს, არ მი­ვი­ღოთ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაო, რა რე­სურ­სი აქვს იმის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შეც­ვა­ლოს არა­სა­არ­ჩევ­ნო გზით? თუ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ, არა­სა­არ­ჩევ­ნო გზას ირ­ჩევს, მა­შინ უნდა ად­გეს და გა­ა­ჩი­ნოს ეს ბმა, მო­ახ­დი­ნოს კა­პი­ტა­ლი­ზა­ცია საპ­რო­ტეს­ტო რე­სურ­სის და წა­არ­თვას მხარ­და­ჭე­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, და­იყ­ვა­ნოს 20%-ზე, მაგ­რამ აკე­თებს ოპო­ზი­ცია ამის­თვის რა­მეს?, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “360 გრა­დუს­ში” გა­ნა­ცხა­და.

ხუ­ხაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი კო­მენ­ტა­ტო­რე­ბად იქ­ცნენ, თუმ­ცა ისი­ნი იმის­თვის არი­ან სა­ჭი­რო, რომ იმოქ­მე­დონ.“ბო­ი­კო­ტი გა­ვი­გე, რო­გორც დი­სი­დენ­ტის პო­ზი­ცი­ი­დან, ეს მეს­მის, მაგ­რამ პრაქ­ტი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით - კი ბა­ტო­ნო, არ მი­ვი­ღე არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გეგ­მა რა გაქვს, რო­გორ ცვლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მა­შინ? თუ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ არა­სა­არ­ჩევ­ნო გზით შე­იც­ვა­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, არა­სა­არ­ჩევ­ნო გზით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას სჭირ­დე­ბა რე­სურ­სე­ბი, ეს არის გარ­კვე­უ­ლი სი­ნერ­გია სა­გა­რეო ფაქ­ტო­რე­ბი­სა და სა­ში­ნაო ფაქ­ტო­რე­ბის.

სა­გა­რეო ფაქ­ტო­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მეტ-ნაკ­ლე­ბად ნორ­მა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ მხრივ, აღი­ა­რე­ბა არ აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მაგ­რამ სა­ში­ნაო ფაქ­ტო­რებ­ში რა ხდე­ბა? იგი­ვე იმ ოპო­ზი­ცი­ას, რო­მე­ლიც ამ­ბობს, არ მი­ვი­ღოთ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაო, რა რე­სურ­სი აქვს იმის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შეც­ვა­ლოს არა­სა­არ­ჩევ­ნო გზით? აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ არ აქვს ეს რე­სურ­სი იმი­ტომ, რომ არა­სა­არ­ჩევ­ნო გზით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იც­ვლე­ბა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გზით, ანუ იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 80% არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი და, რაც მთა­ვა­რია, ამ 80%-ს ჰყავს ლი­დე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სის სა­ხით. არ არის ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა.

დღეს იგი­ვეა გა­ნა­წი­ლე­ბა, რო­გო­რიც იყო - 60%/40%-ზე. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ძა­ლი­ან კარ­გად ამუ­შა­ვა თა­ვი­სი პრო­პა­გან­და, ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს გა­მო­უ­რე­ცხა ტვი­ნი. შე­იძ­ლე­ბა, არ აქვს მა­ღა­ლი ნდო­ბა, მაგ­რამ თა­ვი­სი 40% აქვს. ეს 40% ძა­ლა­უფ­ლე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია. ოპო­ზი­ცია თუ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ, არა­სა­არ­ჩევ­ნო გზას ირ­ჩევს, მა­შინ უნდა ად­გეს და გა­ა­ჩი­ნოს ეს ბმა, მო­ახ­დი­ნოს კა­პი­ტა­ლი­ზა­ცია საპ­რო­ტეს­ტო რე­სურ­სის და წა­არ­თვას ეს მხარ­და­ჭე­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, და­იყ­ვა­ნოს 20%-ზე. ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ აკე­თებს ოპო­ზი­ცია ამის­თვის რა­მეს? არა­ფერს არ აკე­თებს. ისი­ნი უბ­რა­ლოდ იქ­ცნენ კო­მენ­ტა­ტო­რე­ბად.

ძა­ლი­ან სწორ რა­ღა­ცებს ლა­პა­რა­კო­ბენ, კი არ ვაკ­რი­ტი­კებ, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კო­სი ჩვენ გვჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ იმოქ­მე­დოს. რო­დე­საც არ­სე­ბობს საპ­რო­ტეს­ტო არ­მია, არ­მი­ას სჭირ­დე­ბა სარ­და­ლი. სარ­და­ლი უნდა იყოს პო­ლი­ტი­კო­სი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი კი ამ­ბო­ბენ, ჩვენ ვართ ერთი რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცე­ბიო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არ­მია რომ ომში მი­დის და გე­ნე­რალს ეკი­თხე­ბი­ან, სა­ი­დან შე­ვუ­ტი­ო­თო - სტრა­ტე­გი­ას ეკი­თხე­ბი­ან, გე­ნე­რა­ლი უპა­სუ­ხებს, მე ნუ მე­კი­თხე­ბით, მე ერთი რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცი ვარო - აბ­სურ­დი არ არის, რო­დე­საც გე­ნე­რა­ლი ამა­ყობს იმით, რომ ჯა­რის­კა­ცია?” - აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

კი­თხვას მო­საზ­რე­ბა­ზე, რომ “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” ეძე­ბენ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატს, რო­მელ­საც ოპო­ზი­ცი­ის ერ­თი­ან კან­დი­დატს და­უ­პი­რის­პი­რე­ბენ და რომ ეს შე­საძ­ლოა, კა­ლათ­ბურ­თე­ლი ზაზა ფა­ჩუ­ლია იყოს, ხუ­ხაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ მას “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” არ ეგუ­ლე­ბა ასე­თი “ნა­მუს­გა­რე­ცხი­ლი და თან ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი”, რაც შე­ე­ხე­ბა ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას, პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, კარ­გი და სა­ა­მა­ყო კა­ლათ­ბურ­თე­ლია, მაგ­რამ კი­დევ ერთი სპორ­ტსმე­ნი არაა სა­ჭი­რო.

“მე არ მე­გუ­ლე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ფლანგზე, მის მხარ­დამ­ჭე­რებ­ში იმ­დე­ნად ნა­მუს­გა­რე­ცხი­ლი ადა­მი­ა­ნი, თან ავ­ტო­რი­ტე­ტიც რომ იყოს თბი­ლის­ში, ასე­თი არ არ­სე­ბობს ბუ­ნე­ბა­ში. ჯერ ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, ახლა კა­ლათ­ბურ­თე­ლი… თუ თბი­ლი­სი ამ მა­რაზმზე კი­დევ ხელს მო­ა­წერს, აღარ ყო­ფი­ლა საშ­ვე­ლი, მა­შინ იმის ღირ­სე­ბი ვართ, სა­დაც ვართ.

კი, ზაზა ფა­ჩუ­ლია ჯი­გა­რია, კარ­გი კა­ლათ­ბურ­თე­ლია, გვე­ა­მა­ყე­ბა ყვე­ლას, მაგ­რამ… ამ ერ­თმა სპორ­ტსმენ­მა ხომ გა­და­ჭა­მა ქა­ლა­ქი, ახლა კი­დევ ზაზა ფა­ჩუ­ლია გვინ­და?”, - უპა­სუ­ხა ხუ­ხაშ­ვილ­მა.