“გზის გადაკეტვის ბრალდებით 5 000 ლარით დამაჯარიმეს. მე, რომელიც კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და დღენიადაგ ამისკენ მოვუწოდებ ყველას. სიამოვნებით ვიხილავდი მოსამართლეს დასანქცირებულთა სიაში“ - გოგა ჩანადირი | Allnews.Ge

“გზის გადაკეტვის ბრალდებით 5 000 ლარით დამაჯარიმეს. მე, რომელიც კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და დღენიადაგ ამისკენ მოვუწოდებ ყველას. სიამოვნებით ვიხილავდი მოსამართლეს დასანქცირებულთა სიაში“ - გოგა ჩანადირი

11:54 / 03-06-2025 სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ხი­ლავ­დი მო­სა­მარ­თლეს და­სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში“ - გოგა ჩა­ნა­დი­რი

ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტი, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი გოგა ჩა­ნა­დი­რი წერს რომ გზის გა­და­კეტვის ბრალ­დე­ბით 5 000 ლა­რით და­ჯა­რიმ­და.

მისი თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ნინო ენუ­ქი­ძემ მი­ი­ღო.

“თბი­ლი­სი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­დან მაც­ნო­ბეს, რომ გზის გა­და­კეტვის ბრალ­დე­ბით 5 ათა­სი ლა­რით და­მა­ჯა­რი­მეს.

მრა­ვა­ლი მი­ზე­ზის გამო, ერ­თდრო­უ­ლად გაბ­რა­ზე­ბუ­ლიც ვარ და გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლიც.

ჯერ რა უსა­მარ­თლო და არა­თა­ნა­ზო­მა­დია ჯა­რი­მის მო­ცუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლო ხელ­ფასს 2,5-ჯერ აღე­მა­ტე­ბა. მერე რო­გო­რი აბ­სურ­დუ­ლია თა­ვად ჯა­რი­მა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ზღუ­დავს გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა­სა და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და რაც მთა­ვა­რია, სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს უსა­მარ­თლო­ბი­სა და უსა­მარ­თლო კა­ნო­ნე­ბის მსხვერ­პლად და გა­მა­უ­ბე­დუ­რებ­ლად აქ­ცევს. ეს მა­შინ, რო­დე­საც ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა თა­ვად მკვეთ­რად და ასე­ვე უსა­მარ­თლოდ გა­ი­ზარ­დეს ხელ­ფა­სე­ბი.

მო­სა­მარ­თლე იყო ნინო ენუ­ქი­ძე, რო­მელ­მაც კი­დევ ერთხელ და­მარ­წმუ­ნა, რომ უსა­მარ­თლო­ბის ერთ-ერთი სა­ხეა და სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ხი­ლავ­დი და­სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­შიც და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შე­მარ­ცხვე­ნელ­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­შიც.მე, რო­მე­ლიც შუ­ა­ღა­მი­თაც კი არ ვარ­ღვევ მოძ­რა­ო­ბის წე­სებს და სულ რომ არა­ვინ არის, მა­ინც ვი­ცავ შუქ­ნიშ­ნის წე­სებს, მე, რო­მე­ლიც მე­დი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ და მას შემ­დეგ, რაც ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში ვარ, თით­ქმის მი­ტინ­გი და აქ­ცია არ გა­მო­მი­ტო­ვე­ბია, რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლი სხვა­დას­ხვა ფორ­მით გა­მი­შუ­ქე­ბია, მე, რო­მე­ლიც კა­ნონ­მორ­ჩი­ლი მო­ქა­ლა­ქე ვარ და დღე­ნი­ა­დაგ ამის­კენ მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, შსს-ს, მის სა­სა­მარ­თლო­ზე წარ­მად­გენ­ლის მზია ცე­რა­ძი­სა და მო­სა­მარ­თლე ნინო ენუ­ქი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით დამ­სა­ჯეს.

თან, კა­ნო­ნიც ისეა შედ­გე­ნი­ლი, რომ დას­ჯი­დან შვიდ დღე­ში უნდა გა­და­ი­ხა­დო 5 ათა­სი ლარი, რომც გა­ა­სა­ჩივ­რო.

მი­თხა­რით, სულ რომ დამ­ნა­შა­ვე ვიყო, სწო­რია ასე­თი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიმ­კაც­რე?

თუმ­ცა, ამ უსა­მარ­თლო სას­ჯე­ლით ჩემ­ზე უა­რეს დღე­ში ისი­ნი ჩა­აგ­დეს, რომ­ლებ­საც პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, მათ შო­რის ის 2 გო­გო­ნა, მა­რი­ამ ლაშხს რომ რუ­სე­თის მონა უწო­დეს, მზია ამაღ­ლო­ბე­ლი, ახალ­გაზ­რდე­ბი, სა­სა­მარ­თლოს ტრა­გი­კო­მე­დი­უ­რი სპექ­ტაკ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რომ გა­ხა­დეს, ნაც­ვლად იმი­სა, რომ დიდ სცე­ნა­ზე ეთა­მა­შათ.

ერთხე­ლაც იქ­ნე­ბა და თა­ვად ამ უსა­მარ­თლო კა­ნო­ნე­ბის შემ­ქმნე­ლე­ბი და აღმსრუ­ლებ­ლე­ბი იგე­მე­ბენ სა­კუ­თა­რი კომ­ფორ­ტის­თვის შექ­მნი­ლი რეპ­რე­სი­ე­ბის სიმ­წა­რეს.

ცხოვ­რე­ბა ბუ­მე­რან­გია", - წერს გოგა ჩა­ნა­დი­რი.