"ტვ პირველისა" და "ფორმულას" ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა - რას ედავება მათ მმართველი გუნდი? | Allnews.Ge

"ტვ პირველისა" და "ფორმულას" ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა - რას ედავება მათ მმართველი გუნდი?

"ტვ პირ­ვე­ლი­სა" და "ფორ­მუ­ლას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ა­ში უჩივ­ლა.

"ფორ­მუ­ლას“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ "კა­ნო­ნის ცალ­კე­ულ ნორ­მა­თა მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვას ედა­ვე­ბა".ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, მათ­გან ითხო­ვენ, "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი ახა­ლი ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­როს "ფორ­მუ­ლას“ და ამოქ­მედ­დეს სან­ქცი­რე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის დრო­ე­ბი­თი წესი.

"სა­ჩი­ვარ­ში, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზია ფორ­მუ­ლამ დღეს მი­ი­ღო, მოც­მუ­ლია ნა­წყვე­ტე­ბი და ამო­ნა­რი­დე­ბი არ­ხის, რო­გორც სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბი­დან, ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დე­ბი­დან, რომ­ლებ­შიც ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის რწმუ­ნე­ბით, დარ­ღვე­უ­ლია კა­ნო­ნის ნორ­მე­ბი.

დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის სა­ჩი­ვა­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ უნდა გა­ნი­ხი­ლოს და და­ად­გი­ნოს, და­არ­ღვია თუ არა ფორ­მუ­ლამ კა­ნო­ნი.

"სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ვე­ლია "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 54-ე, 59 პრი­მა და 76-ე მუხ­ლე­ბი", - აღ­ნიშ­ნავს "ფორ­მუ­ლა“ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.ასე­ვე, "ფორ­მუ­ლას“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ცე­მუ­ლია ტერ­მი­ნე­ბი: "არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პარ­ლა­მენ­ტი", "ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე", "ოლი­გარ­ქის დე­პუ­ტა­ტი", "რე­ჟი­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო". მა­თი­ვე ცნო­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ "ფორ­მუ­ლას“ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "ოლი­გარ­ქად" მოხ­სე­ნი­ე­ბის გა­მოც უჩი­ვის.

"ტვ პირ­ვე­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მა­თაც უჩი­ვის. არ­ხის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, ნო­დარ მე­ლა­ძე აცხა­დებს, რომ მათ სა­ჩი­ვა­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ა­ში შე­ი­ტა­ნეს.

ნო­დარ მე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მო­ი­თხოვს, რომ პირ­და­პირ ეთერ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და წამ­ყვა­ნებ­მა აღარ გა­აჟ­ღე­რონ ისე­თი ტერ­მი­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა - "არა­ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა"; "ოლი­გარ­ქის რე­ჟი­მი"; "კლა­ნის მსა­ხუ­რი მო­სა­მარ­თლე" და ა.შ..