"ამბავი იყო შემდეგი - ნაცებმა ჩემი ძმა დააკავეს ორჯერ და მისი ადვოკატი იყო მამუკა მდინარაძე" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი მდინარაძის შესახებ | Allnews.Ge

"ამბავი იყო შემდეგი - ნაცებმა ჩემი ძმა დააკავეს ორჯერ და მისი ადვოკატი იყო მამუკა მდინარაძე" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი მდინარაძის შესახებ

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და სქ­რი­ნი, სა­დაც ჩანს, რომ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის"“აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი, მამუ­კა მდი­ნა­რა­ძე ტე­ლე­წამ­ყვან ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს და­ბა­დე­ბის დღეს ულო­ცავს.

რო­გორც მო­ცე­მულ სქ­რინ­ზე ხე­დავთ, მდი­ნა­რა­ძე ჟორ­ჟო­ლი­ანს და­ბა­დე­ბის დღეს 2012 წელს ულო­ცავს."გი­ლო­ცავ, ნა­ნუ­კა. უბედ­ნი­ე­რე­სი ყო­ფი­ლი­ყა­ვი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა შე­ნი­ან­თან ერ­თად", - წერს მდი­ნა­რა­ძე, თა­ვის მხრივ, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი მას მად­ლო­ბას უხ­დის და წერს: "მად­ლო­ბა, მამუ".

mamukamdinaradze-63606-1748929875.jpg

ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის და მდი­ნა­რა­ძის ასეთ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი გა­აკ­ვირ­ვა, რად­გან ისი­ნი დღეს სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ ბა­ნაკ­ში არი­ან.

ასეთ ადა­მი­ა­ნებს კი ნა­ნუ­კამ შემ­დე­გი პოს­ტით უპა­სუ­ხა:"მე­გობ­რე­ბო, ბევ­რმა დამ­თა­გეთ მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის მო­ლოც­ვა­ზე, რო­მე­ლიც 2012 წლით თა­რიღ­დე­ბა. ამ­ბა­ვი იყო შემ­დე­გი - ნა­ცებ­მა ჩემი ძმა და­ა­კა­ვეს ორ­ჯერ. ერთხელ ჩხუბ­ზე, ერთხელ მა­რი­ხუ­ა­ნა­ზე და მისი ად­ვო­კა­ტი იყო მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე. ასეც ხდე­ბა", - წერს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.