ქალები ტკივილს მამაკაცებზე ადვილად იტანენ, რაც იმუნურ ფუნქციას სულაც არ უკავშირდება - რა დაადგინა სამეცნიერო კვლევამ?
გავრცელებული შეფასება, რომ ქალები უკეთესად უმკლავდებიან ტკივილს, ვიდრე მამაკაცები სამეცნიერო კვლევის საგნად იქცა და როგორც მეცნიერები აცხადებენ, თურმე როდესაც საქმე ტკივილის სიგნალებს შეეხება და არა მათზე რეაქციებს, ანუ ქალები ნაკლებად გრძნობენ ტკივილს.
NeuroScienceNews-ში გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ გამოავლინა ფიზიოლოგიური მექანიზმი, რომელიც ქალების ცხოვრებას გარკვეულწილად ამსუბუქებს.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ქალის ჰორმონებს - ესტროგენსა და პროგესტერონს შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ ზურგის ტვინის მახლობლად მდებარე იმუნურ უჯრედებზე, რათა მათ გამოყონ ბუნებრივი ოპიოიდები. ეს არის ორგანიზმის ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი მექანიზმი.
ეს ეფექტი უნიკალურია მხოლოდ ქალებისთვის და შესაძლოა ხსნიდეს, რატომ არის ქალები ტკივილის მეტად ამტანები ჩანან, ვიდრე მამაკაცები. ამ მექანიზმის აღმოჩენა შესაძლოა გახდეს საფუძველი ქალებისთვის სპეციფიკური თერაპიებისა და ინოვაციური მიდგომების შემუშავებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ქრონიკული ტკივილით იტანჯება.
"ფაქტი, რომ ამ უჯრედებზე არსებობს სქესზე დამოკიდებული ზემოქმედება, რაც გამოწვეულია ესტროგენითა და პროგესტერონით და ეს საერთოდ არ უკავშირდება იმუნურ ფუნქციას, ძალიან უჩვეულოა“, - განაცხადა დოქტორმა ელორა მიდავეინმა, რომელიც კვლევის წამყვანი ავტორია.