"ბადრის გულზე ოპერაცია სჭირდებოდა, რისი თანხაც ოჯახს არ ჰქონდა..." - რას წერს The Atletic კვარაცხელიაზე? უცნობი ამბავი ქართველი ვარსკვლავის ცხოვრებიდან
გამოცემა The Atletic ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემას ინტერვიუ მისცა ხვიჩას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ და "კვარას" ცხოვრებიდან არაერთი საინტერესო დეტალი გაიხსენა.
როგორც ბადრი კვარაცხელია ჰყვება, როცა თვითონ აზერბაიჯანში მწვრთნელად მუშაობდა, ხვიჩა მაშინ პროფესიულ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამდა.
სწორედ იმ პერიოდში ბადრის ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ექიმებმა უთხრეს, რომ გულზე სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. ოჯახს ფინანსურად ამ ოპერაციის გაკეთების საშუალება არ ჰქონდა. 18 წლის ხვიჩა კვარაცხელიას კი არ სურდა საქართველოდან წასვლა, მაგრამ მალევე გააცნობიერა, რომ ეს აუცილებელი იყო და რუსთავიდან მოსკოვის "ლოკომოტივში" იჯარით გადავიდა.
მისი პირველი ხელფასი კი საკმარისი იყო მამის სიცოცხლის გადასარჩენად.
"კითხვაც კი არ გასჩენია, თავისი პირველი ხელფასი სრულად მოგვცა", - იხსენებს ბადრი კვარაცხელია.