9-წლიანი პატიმრობის მსჯავრი "ქილერასთვის" - რას აცხადებს გენერალური პროკურატურა პატიმრის წამებაში ბრალდებულზე? | Allnews.Ge

9-წლიანი პატიმრობის მსჯავრი "ქილერასთვის" - რას აცხადებს გენერალური პროკურატურა პატიმრის წამებაში ბრალდებულზე?

პა­ტიმ­რის წა­მე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფილ დი­რექ­ტორს, ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძეს 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და პა­ტიმ­რის წა­მე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძე (მეტ­სა­ხე­ლად "ქი­ლე­რა“) დამ­ნა­შა­ვედ ცნო. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძეს 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

"სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2011 წლის მა­ის­ში, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მე­გის ქარ­და­ვამ და ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძემ ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ პირს, არარ­სე­ბულ ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აღი­ა­რე­ბა და ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში თით­ქოს­და მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რებ­ზე ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა მოს­თხო­ვეს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით და­ე­მუქრნენ. ასე­ვე, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბის თა­ნახ­მად, და­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ვლის შე­საქ­მნე­ლად აღ­ნიშ­ნულ პირს ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ჩა­უ­დეს.

სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ, და­ზა­რა­ლე­ბულს ერთ-ერთი პა­ტიმ­რის მი­მართ სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას აყუ­რე­ბი­ნეს და და­ე­მუქრნენ, რომ თუ სა­სურ­ველ აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბას არ მის­ცემ­და, მა­საც გა­ა­უ­პა­ტი­უ­რებ­დნენ. ასე­ვე, ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძემ პა­ტი­მარს არა­ერ­თხელ მი­ა­ყე­ნა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა.

ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის შემ­დეგ და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მე­გის ქარ­და­ვას მი­თი­თე­ბით, არარ­სე­ბულ ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებ­ში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა და­წე­რა. ჩვე­ნე­ბა ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძის და მე­გის ქარ­და­ვას­თვის საკ­მა­რი­სად ამომ­წუ­რა­ვი არ აღ­მოჩ­ნდა, რის გა­მოც აი­ძუ­ლეს პა­ტი­მა­რი თა­ვის და­წე­რი­ლი ჩვე­ნე­ბა შე­ე­ჭა­მა. შემ­დეგ კი და­ზა­რა­ლე­ბულს სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა მო­უ­წყვეს, რაც კა­მე­რით გა­და­ი­ღეს.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტი­მა­რი არა­ერ­თხელ და­კი­თხეს, ასე­ვე ხდე­ბო­და მისი და­პი­რის­პი­რე­ბა ე.წ. ტე­რაქ­ტში თით­ქოს­და მხი­ლე­ბულ სხვა პი­რებ­თან. ერთ-ერთი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, მე­გის ქარ­და­ვამ პა­ტი­მარს თავ­ზე პის­ტო­ლე­ტი და­ა­დო და დახ­ვრე­ტის იმი­ტა­ცია მო­ახ­დი­ნა.

ცე­მის, წა­მე­ბის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის გაგ­რძე­ლე­ბის ში­შით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ხელი მო­ე­წე­რა მისი მწა­მებ­ლე­ბის­თვის ხელ­საყ­რე­ლი აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის­თვის.

ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძის, მე­გის ქარ­და­ვას და და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი წა­მე­ბის არა­ერ­თი ფაქ­ტის გამო, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძე დამ­ნა­შა­ვედ ცნო მო­ხე­ლის მიერ თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი პი­რის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი წა­მე­ბის ფაქ­ტზე და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე მე­გის ქარ­და­ვას, ოლეგ ფა­ცა­ცი­ას და ვიქ­ტორ ყა­ჭე­იშ­ვი­ლის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად არის გა­მო­ყო­ფი­ლი და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში არ­სე­ბი­თად გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.