"არავინ მითხრას, რომ ამერიკა მაფინანსებს ან "ნაცებმა" მიყიდეს. წავედი იმის გამო, რომ მეგონა, ევროპაში მივდიოდით და აღმოჩნდა, რომ გავჩერდით" - რას აცხადებს ირმა სოხაძე? | Allnews.Ge

"არავინ მითხრას, რომ ამერიკა მაფინანსებს ან "ნაცებმა" მიყიდეს. წავედი იმის გამო, რომ მეგონა, ევროპაში მივდიოდით და აღმოჩნდა, რომ გავჩერდით" - რას აცხადებს ირმა სოხაძე?

ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვიუ“ ძი­რი­თა­დად მკი­თხვე­ლის კი­თხვებ­ზეა აგე­ბუ­ლი. პრინ­ცი­პი ასე­თია - და­უს­ვი შე­კი­თხვა რეს­პონ­დენტს ambebi.ge - ს კო­მენ­ტა­რე­ბის ველ­ში და და­ე­ლო­დე მის პა­სუხს "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ტე­ლე­ე­თერ­ში.

"სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ მო­რი­გი სტუ­მა­რია მომ­ღე­რა­ლი, მუ­სი­კო­სი, ირმა სო­ხა­ძე.

- ქალ­ბა­ტო­ნო ირმა, მა­ინ­ტე­რე­სებს თქვე­ნი სა­ჯა­რო პრო­ტეს­ტის შემ­დეგ, თუ გქო­ნი­ათ კი­დევ მიწ­ვე­ვა სამ­თავ­რო­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­დან?

- მე თვი­თონ გა­დავ­წყვი­ტე, რომ ამ ეტაპ­ზე მქონ­დეს პრო­ტეს­ტი, არ მი­ვი­ღო არა­ფერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, დავ­ტო­ვე სამ­სა­ხუ­რი და კი­დევ ბევრ თან­მდევ პი­რო­ბა­ზე ვთქვი უარი. ამი­ტომ არ მპა­ტი­ჟე­ბენ, რად­გან იცი­ან, რომ არ მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამი­ტომ ჩვე­ნი ეს კო­მუ­ნი­კა­ცია ამ ეტაპ­ზე შე­წყვე­ტი­ლია.

- "ევ­რო­ვი­ზი­ის“ კონ­კურ­სზე რო­გო­რია ზო­გა­დად თქვე­ნი აზრი - რა უშ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ხელს, რა­ტომ ვერ არ­ღვევს იმ ჯა­დოს­ნურ წრეს? თუმ­ცა ამას უმ­ცროს შემ­სრუ­ლებ­ლებ­ზე ვერ ვი­ტყვით. თუკი პა­ტა­რე­ბი ამას ახერ­ხე­ბენ, დი­დებს რა სჭირთ?! წელს ჩვე­ნი კონ­კურ­სან­ტის ნამ­ღე­რი, სიმ­ღე­რა, კონ­კურ­სან­ტი, ინ­სცე­ნი­რე­ბა მი­სა­ღე­ბი იყო თქვენ­თვის?

- ბევ­რს ვნერ­ვი­უ­ლობთ ამ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე,“ ხში­რად გა­ის­მის მო­საზ­რე­ბა, რომ ნუ ვი­ღებთ სა­ერ­თოდ ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას... ჩვე­ნი "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" ევ­რო­პუ­ლი მა­უ­წყებ­ლე­ბის წევ­რია, ამი­ტომ მა­უ­წყე­ბელს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს ამ კონ­კურ­სში.

მგო­ნი, ვა­ჭარ­ბებთ, როცა ვამ­ბობთ, რომ არ უნდა მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა... თან ვა­ქი­ლი­კებთ, ვლან­ძღავთ და თან დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ, რა­ტომ ვერ გა­და­ვე­დით მე­ო­რე ტურ­ში. უნდა ით­ქვას, რომ ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად კარ­გია. ასე იყო წელ­საც, მა­რი­ამ შენ­გე­ლია ძა­ლი­ან მომ­წონს და მიყ­ვარს. მან კარ­გად აჩ­ვე­ნა თა­ვი­სი თავი, რაც უნდა გა­კე­თე­ბი­ნა, ის გა­ა­კე­თა. ამი­ტომ ვუ­ლო­ცავ ამ გა­მო­ჩე­ნას. უზარ­მა­ზარ აუ­დი­ტო­რი­ას გა­აც­ნო თა­ვი­სი თავი და არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­მე­ლი ად­გილ და­ი­კა­ვა.

იმას თუ არ მივ­ყე­ვით, რაც "ევ­რო­ვი­ზი­ის“ და­ვა­ლე­ბაა, მუ­დამ ასე იქ­ნე­ბა... კარ­გია, რომ ეს კონ­კურ­სი ტარ­დე­ბა, ვი­ღა­ცას მოს­წონს, ვი­ღა­ცას - არა. ვი­ღაც მას მუ­სი­კა­ლუ­რად აფა­სებს, ვი­ღაც - პო­ლი­ტი­კუ­რად, მაგ­რამ ჩვენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ვი­ღოთ და ყო­ველ­თვის კარ­გი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი გა­ვაგ­ზავ­ნოთ.

- დღეს არ­სე­ბულ ქარ­თულ შოუ-ბიზ­ნესს რა სა­ხე­ლი ჰქვია და სა­ერ­თოდ არ­სე­ბობს თუ არა ის? შე­ა­ფა­სეთ...

- რთუ­ლი კი­თხვაა. ქარ­თუ­ლი შოუ-ბიზ­ნე­სი, ისე­ვე რო­გორც რა­ღაც ფაქ­ტი, მოვ­ლე­ნა გან­ყე­ნე­ბუ­ლად არ არ­სე­ბობს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ბევრ რა­მე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ზო­გა­დად რა ფო­ნი­ცაა სა­ხელ­მწი­ფო­ში, ქვე­ყა­ნა საით მი­დის, გვემ­ღე­რე­ბა, არ გვემ­ღე­რე­ბა, - ბევ­რი რამ არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. რა თქმა უნდა, ახლა ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის­თვის არ არის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი, ამის­თვის არც ხა­სი­ა­თი, გან­წყო­ბაა, დი­დად არც სიმ­ღე­რე­ბი იწე­რე­ბა...

დღეს კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვის ხა­ლი­სი რომ აქვს ბევრ ჩემს კო­ლე­გას, უც­ნა­უ­რია, თუმ­ცა ღმერ­თმა მის­ცეთ გან­წყო­ბა, ეს თი­თო­ე­უ­ლის პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. რაც არ უნდა და­ვარ­ქვათ - ესტრა­და, შო­უ­ბიზ­ნე­სი თუ მსუ­ბუ­ქი ჟან­რი, ფაქ­ტია, რომ ქარ­თვე­ლებს გვაქვს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სიმ­ღე­რე­ბი. მათ ესტრა­დის კლა­სი­კას ვუ­წო­დებ და მაქვს იმე­დი, რომ კი­დევ არა­ერ­თი მარ­გა­ლი­ტი შე­ე­მა­ტე­ბა კლა­სი­კუ­რი ნი­მუ­შე­ბის რი­ცხვს.

- კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თარ თავს შეც­დო­მად რას უთ­ვლით?

- კა­რი­ე­რის თვალ­საზ­რი­სით შეც­დო­მა ალ­ბათ ყვე­ლას მოგ­ვდის, სხვა­თა შო­რის, ხში­რად ყო­ფი­ლა ასე­თი, რომ მი­ფიქ­რია, - ეს არ უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ მერე ისე მობ­რუ­ნე­ბუ­ლა ყვე­ლა­ფე­რი, რომ მით­ქვამს, - რა სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე - მეთ­ქი. ამი­ტომ ამ გა­და­სა­ხე­დი­დან ვთვლი, რომ ღმერ­თმა და­მი­ფა­რა, რომ სი­სუ­ლე­ლე არ გა­ვა­კე­თე, ცუდი ნა­ბი­ჯი არ გა­დავ­დგი. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი და ვცდი­ლობ, რომ მარ­თა­ლი ვიყო სა­კუ­თარ თავ­თან, არ შემ­რცხვეს არა­ვის თვა­ლებ­ში შე­ხედ­ვა. ამი­ტომ არ გა­ვა­კე­თე დიდი კა­რი­ე­რა რუ­სეთ­ში, თუმ­ცა მქონ­და ბევ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. ერთხელ მაქ­სიმ გალ­კინ­მა დამ­პა­ტი­ჟა თა­ვის გა­და­ცე­მა­ში და თქვენ ხომ ჩვე­ნი "არან­ჟე­ვა­ია დე­ვო­ჩკა“ ხარ­თო. ბე­ბია ვარ უკვე დიდი ხა­ნია-მეთ­ქი, თუმ­ცა ნა­რინ­ჯის­ფე­რი ალ­ბათ ვარ-მეთ­ქი... მქონ­და ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა, არც დიდი თან­ხა არ დას­ჭირ­დე­ბო­და ჩემს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, მაგ­რამ ეს არ გა­ვა­კე­თე. შე­იძ­ლე­ბა იმ ეტა­პის­თვის ეს ვი­ღა­ცამ შეც­დო­მად ჩა­მით­ვა­ლოს, მაგ­რამ დღეს ხომ ხე­დავთ, რა სწო­რი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი - დავ­რჩი ჩემს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მინ­და აქ გიმ­ღე­როთ, ბევ­რი კონ­ცერ­ტი აქ გავ­მარ­თო. მო­ვა­ხერ­ხო ის, რისი სურ­ვი­ლი, უნა­რი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჯერ კი­დევ მაქვს.

- ქალ­ბა­ტო­ნი ირმა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა გა­და­ცე­მა "იმ­ღე­რე­ში“ და მომ­წონ­და, რო­გორც წამ­ყვა­ნი. გული დამ­წყდა, რომ უც­ბად, ასე მოწ­მენ­დილ ცაზე გა­ი­ხუ­რა "იმე­დის“ კარი. ასე­თი უე­ცა­რი გარ­და­სახ­ვა მარ­თლა გა­საკ­ვი­რია. იმე­დია, ნა­ნობთ...

- არ ვნა­ნობ, ესეც ის ერთ-ერთი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რო­მელ­საც არ ვნა­ნობ. სი­ნა­ნუ­ლი არ მა­ხა­სი­ა­თებს, რად­გან ჯერ ვფიქ­რობ და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მერე ვი­ღებ. გული რა­საც მე­უბ­ნე­ბა და რა­საც ჩემი სინ­დი­სი მკარ­ნა­ხობს, ყო­ველ­თვის ისე ვიქ­ცე­ვი. ეს წას­ვლა რა მო­სა­ტა­ნია, ორ­ჯერ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი... პირ­ვე­ლად - 2004 წელს "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში", როცა იქ 25 წელი მქონ­და ნა­მუ­შე­ვა­რი და იქა­უ­რო­ბა ჩემ­თვის მე­ო­რე ოჯა­ხი იყო. 1980 წლის და­სა­წყის­ში რომ მი­ვე­დი, 2004 წლამ­დე სხვა­გან არ­სად მი­მუ­შა­ვია. რო­დე­საც რე­ფორ­მა და­ი­წყო და ყვე­ლა ჩემი კო­ლე­გა და მე­გო­ბა­რი გა­უშ­ვეს, დავ­რჩი მარ­ტო. სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან მო­ვიდ­ნენ ვი­ღაც ახალ­გაზ­რდე­ბი, დი­რექ­ტო­რი არ მიშ­ვებ­და, დარ­ჩე­ნას მთხოვ­და, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ იქ ჩემი ად­გი­ლი იმ ეტაპ­ზე აღარ იყო და დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლით წა­მო­ვე­დი...იხილეთ სრულად