"მინდოდა და გამოვედი. მადლიერი ვარ მთელი ახალგაზრდობის... მე ვარ ახალგაზრდებთან!" - ნანი ბრეგვაძე Tbilisi Open Air -ის გარეშემო ატეხილ აჟიოტაჟზე
წელს Tbilisi Open Air 24 მაისს გაიხსნა. ფესტივალი განსხვავებული ფორმატით დაბრუნდა და 24-25 მაისს ტრადიციულად Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე გაიმართა. წინა წლებისგან განსხვავებით, გამომსვლელთა სიაში უცხოელი შემსრულებლები არ ყოფილან. ორი დღის განმავლობაში მსმენელი ქართველი არტისტებისა და მუსიკალური კოლექტივების გამოსვლებს ისმენდა. წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი მუსიკალური კოლაბორაციებია გახლდათ.
სპეციალურად მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ: პაატა ბურჭულაძე, ნანი ბრეგვაძე, მერაბ სეფაშვილი, გიული ჩოხელი და გიორგი უშიკიშვილი, სუხიშვილები...საბოლოოდ, ფესტივალი ნაწილობრივ ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტში გადაიზარდა.
ხელისუფლების მომხრე საზოგადოების ნაწილმა ნანი ბრეგვაძე გააკრიტიკა ფესტივალზე გამოსვლის გამო.
Tbilisi Open Air-ის გარშემო ატეხილ აურზაურზე კომენტარისთვის ნანი ბრეგვაძეს დავუკავშირდით:
- არ მინდა ბევრი ვისაუბრო, რა იყო და როგორ იყო, ჩემო საყვარელო, არ გეწყინოთ... რადგან გამოვედი, ისე იგი მინდოდა და გამოვედი. მადლიერი ვარ მთელი ახალგაზრდობის, მე ვარ ახალგაზრდებთან! სიმღერა ნიჭიერად იყო გაკეთებული, ახალი რაღაც გამოვიდა და მე დამაინტერესა.
მადლიერი ვარ, ღმერთმა რომ ასეთი სიყვარული მაჩუქა ახალგაზრდების. ჩემი თაობიდან თითქმის ყველა წავიდა. ახლა ეკას, ნატალიას მეგობრები არიან, მაგრამ ეკას და ნატალიას შემდეგ კიდევ ხომ მოდის ახალგაზრდების თაობა? ეს არის ჩვენი მომავალი! ჩვენი დრო უკვე მთავრდება, მოდის ახალგაზრდების დრო! იხილეთ სრულად