"რისკს კი არ ხედავდნენ, არამედ იცოდნენ, რომ მკვლელობა რეალურად შეკვეთილი იყო“ - რა უთხრა The Guardian -ს გიორგი ბაჩიაშვილმა გაქცევასა და ივანიშვილზე დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე? | Allnews.Ge

"რისკს კი არ ხედავდნენ, არამედ იცოდნენ, რომ მკვლელობა რეალურად შეკვეთილი იყო“ - რა უთხრა The Guardian -ს გიორგი ბაჩიაშვილმა გაქცევასა და ივანიშვილზე დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე?

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის“ ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, 2025 წლის 26 მა­ისს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ანო­ნი­მუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წი­თე­ლი ხი­დი­სა და სა­დახ­ლოს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ე.წ. მწვა­ნე სა­ზღვრის მო­ნაკ­ვე­თის მიმ­დე­ბა­რედ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნი­ლი და მსჯავ­რდე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი.

რის შემ­დე­გაც ის და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 344-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თას გუ­ლის­ხმობს და სას­ჯე­ლის სა­ხით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით სა­მი­დან ხუთ წლამ­დე ით­ვა­ლის­წი­ნებს.

26 მა­ისს, და­კა­ვე­ბამ­დე ერთი დღით ადრე, ჯერ კი­დევ ძებ­ნა­ში მყოფ გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვიუ ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მამ The Guardian-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­თა­უ­რით: “ვი­ცო­დი, რომ ცი­ხე­ში მოვ­კვდე­ბო­დი - რო­გორ აღ­მოჩ­ნდა მი­მალ­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს დე-ფაქ­ტო მმარ­თვე­ლის მარ­ჯვე­ნა ხელი“. ინ­ტერ­ვი­უ­ში ის სა­ქარ­თვე­ლო­დან გაქ­ცე­ვის ახალ დე­ტა­ლებ­ზე და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე სა­უბ­რობს.

“გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი გაქ­ცე­უ­ლია.

ამ თა­ვა­ზი­ან­მა 39 წლის მა­მა­კაც­მა თვალ­თვალს თავი ორი თვის წინ და­აღ­წია და თბი­ლი­სი­დან, სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან გა­ექ­ცა სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც მას 11 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბო­და.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ინ­ტერ­პოლს მი­მარ­თა.

თვი­თონ კი აცხა­დებს, რომ ორი ქვეყ­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რებ­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა მისი ლიკ­ვი­და­ცი­ის გეგ­მა.

ესე­ნი“ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი ჯგუ­ფე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩეჩ­ნე­ბი არი­ან“, - ცი­ტი­რებს "გარ­დი­ა­ნი" ბა­ჩი­აშ­ვი­ლის სი­ტყვებს.

“ბა­ჩი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და: სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ერთ-ერთი წევ­რის­გან მი­ვი­ღე შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ივა­ნიშ­ვილ­მა თქვა: “მე მას ცი­ხე­ში გა­ვა­ნად­გუ­რებ და რაც მინ­და, იმას ვა­კე­თებ“.

ივა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა გან­ცხა­დე­ბას “ყვი­თე­ლი პრე­სის დო­ნის უბ­რა­ლო ჭორი“ უწო­და,“ - წერს გა­მო­ცე­მა. იხილეთ სრულად