"ნაპოლიმ" მორიგი სკუდეტო მოიპოვა - მიიღებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონის მედალს? | Allnews.Ge

"ნაპოლიმ" მორიგი სკუდეტო მოიპოვა - მიიღებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონის მედალს?

სე­რია A-ს ბოლო ტურ­ში "ნა­პო­ლიმ“ სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე "კა­ლი­ა­რი“ 2:0 და­ა­მარ­ცხა და მე­ო­თხედ მო­ი­პო­ვა სკუ­დე­ტო.

გო­ლე­ბი მა­კტო­მი­ნე­იმ და ლუ­კა­კუმ გა­ი­ტა­ნეს და სტა­დი­ონ­სა და ქა­ლაქ­ში სა­ჩემ­პი­ო­ნო ზე­ი­მი და­ი­წყო.

პა­რა­ლე­ლურ მატჩში "ინ­ტერ­მა“ სტუმ­რად "კო­მოს“ 2:0 სძლია და ვერ­ცხლის მედ­ლებს დას­ჯერ­და.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "ნა­პო­ლი­ში" ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ ნა­ხე­ვა­რი სე­ზო­ნი გა­ა­ტა­რა და ამ წარ­მა­ტე­ბა­ში მისი დიდი წვლი­ლიც არის.

შე­სა­ბა­მი­სად ბევ­რი მით­ქმა-მოთ­ქმაა იმა­ზე, "კვა­რას" უნდა გა­და­ე­ცეს თუ არა სა­ჩემ­პი­ო­ნო მე­და­ლი?

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია, რო­მე­ლიც ამ სე­ზონ­ში უკვე გახ­და საფ­რან­გე­თის ჩემ­პი­ო­ნი, იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნად ვერ გა­მო­ცხად­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, კვა­რა­ცხე­ლი­ას ოქ­როს მე­დალს არ გა­დას­ცე­მენ, რად­გან რეგ­ლა­მენ­ტის მი­ხედ­ვით, ფეხ­ბურ­თე­ლი მო­ცე­მულ მო­მენ­ტში გუნ­დის წევ­რი უნდა იყოს.

ადრე ნე­ა­პო­ლურ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ "კვა­რას­თვის“ მედ­ლის გა­და­ცე­მა "ნა­პო­ლი­ზე“ იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას გუნ­დი პსჟ 31 მა­ისს, სწო­რედ იტა­ლი­ურ "ინ­ტერს" და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნალ­ში.