"ტყუპამდე ცოტა ვიწვალეთ... თავიდან გარე ორსულობა იყო და ოპერაცია დამჭირდა, მერე იყო შეწყვეტილი ორსულობა, ახლა ტყუპს ვუვლი" - თეონა ცირამუას ახალი ამპლუა
გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა 4 მარტს დედა გახდა. მას და მის მეუღლეს გოჩა ჭანტურიას ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპი შეეძინათ. გოგონებს კირა და თუთა დაარქვეს.
საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყო ეს ამბავი, რადგან თეონა ორსულობის პერიოდს არ აფიშირებდა. არც სოციალურ ქსელებში აქვეყნებდა საკუთარი ფეხმძიმობის ფოტოებს.
AMBEBI.GE თეონა ცირამუას ახალშობილ ტყუპზე, დედობით გამოწვეულ სიხარულზე, ასევე ემოციასა და პასუხისმგებლობაზე ესაუბრა.
თეონა ცირამუა:
- საზოგადოებისთვის მოულოდნელი ალბათ იმიტომ აღმოჩნდა ჩვენი ოჯახის ამბავი, რომ მაინცდამაინც რაღაცების აფიშირება არ მიყვარს. სოციალურ ქსელშიც ორსულობის დროს ფოტოებს არ ვდებდი. მაგრამ როცა უკვე კირასა და თუთას სახელებით სტატუსი გამოვაქვეყნე, ამ ყველაფერს დიდი ეფექტი ჰქონდა. მოკლედ, რადგან ჩემი ორსულობის აფიშირება მაინცდამაინც არ მხიბლავდა, ეს გზა ამიტომ ავირჩიე... ტყუპამდე ცოტა ვიწვალეთ, გამოვიდა, რომ 5 წელი ჩვენს ტყუპ გოგოს ველოდებოდით. ვნატრობდით, ერთი ბავშვი გამაჩენინა და ისე მოხდა, რომ ერთის ნაცვლად ორი გავაჩინე...
ექოსკოპიის ეკრანზე ორი შემომრგვალებული და შიგნით ორი წერტილით, რომ დავინახე, ნეტავ, ტყუპი ხომ არ არის-მეთქი? - გავიფიქრე. ფიქრი დასრულებული არ მქონდა, რომ ექოსკოპისტმა მითხრა, - ტყუპს ელოდებითო.
- როგორი რეაქცია გქონდათ?
- უცებ გავიაზრე ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც გორის ქალთა გუნდის წინაშე მაქვს აღებული, გამახსენდა ასევე რა ენერგიას ვხარჯავ მარტო გზაში, ვიდრე თბილისიდან გორში ჩავალ და ამის ფონზე ერთდროულად ორი ბავშვი. ყველაფერმა თავში წამიერად რომ გამიელვა, იქვე კითხვაც გამიჩნდა - ამდენს როგორ შევძლებ. ამხელა საქმეებს ერთად როგორ წავუძღვები-მეთქი? - ეს ფიქრები უეცრად წამოვიდა. ის კი არა, ასეთი აზრები მაშინაც მქონდა, როცა ერთი ბავშვის გაჩენას ვფიქრობდი და უცებ ერთდროულად ორი ბავშვი...
მერე ყველაფერი კარგად გავიაზრე და ამ ამბავში ბევრი დადებითი მომენტიც დავინახე. ერთმანეთს გაართობენ-მეთქი... საერთოდაც ორი ბავშვი მინდოდა, რადგან მიმაჩნია, რომ დედისერთობა სასურველი არ არის. მოკლედ, კირა და თუთა ჭანტურიები 4 მარტს საკეისრო კვეთით დაიბადნენ.
- როგორი გოგოები არიან?
- ფერებით დაახლოებით ერთნაირები, - თმის და თვალის ფერს ვგულისხმობ. ორივე ლურჯთვალები არიან, მეუღლეც ლურჯთვალაა. მე უკიდურეს უმცირესობაში აღმოვჩნდი - ოჯახში მხოლოდ მე მაქვს ყავისფერი თვალი. იდენტური ტყუპი არ არის, სხვადასხვა კვერცხუჯრედში ისხდნენ. შესაბამისად არც ხასიათებით აღმოჩნდნენ იდენტურები, ყველანაირად სხვადასხვანაირები არიან. აბსოლუტურად განსხვავებული ნაკვთები აქვთ... თუთა „ბულკივით“ ბავშვია. კირა ცოტა წონა ნაკლული (კილო-ნახევარი. თვე-ნახევარი ინკუბატორში იყო) გაჩნდა. თუთა 2 კილო და 900 გრამი გახლდათ... მოკლედ, კირას უნდა, რომ თავისი გაიტანოს, მაგრამ მე ვებრძვი, მაგრამ ისიც - მეპუება...იხილეთ სრულად